Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოთხშაბათს სტრასბურგში


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოთხშაბათს სტრასბურგში გამართულ სესიაზე მიიღო რეკომენდაციები, რომელშიც, კერძოდ,

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოთხშაბათს სტრასბურგში გამართულ სესიაზე მიიღო რეკომენდაციები, რომელშიც, კერძოდ,
რუსეთს ურჩევს თავის შეიკავოს ნებისმიერი სამხედრო აქციისაგან საქართველოს ტერიტორიაზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა რუსეთს “თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებებისა და განცხადებებისაგან, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას ან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, და, განსაკუთრებით, თავი შეიკავოს ნებისმიერი სამხედრო აქციისაგან საქართველოს ტერიტორიაზე”. ამავე დროს, ევროსაბჭო რეკომენდაციას აძლევს საქართველოს “ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოსთან ტერორიზმთან ბრძოლაში და მიიღოს ზომები კანონიერების უზრუნველსაყოფად მთელს თავის ტერიტორიაზე, პანკისის ხეობის ჩათვლით”.
XS
SM
MD
LG