Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ერაყს სათავეში


აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ერაყს სათავეში უდგას სახიფათო და სასტიკი კაცი, რომელიც უნდა შეაჩერონ ვიდრე მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებდეს.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ერაყს სათავეში უდგას სახიფათო და სასტიკი კაცი, რომელიც უნდა შეაჩერონ ვიდრე მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებდეს.
როგორც ჯორჯ ბუშმა ვაშინგტონში გამოსვლისას განაცხადა, ყოველი დღე საშიშია, ვინაიდან შესაძლოა ერაყის რეჟიმი აღჭურვოს მასობრივი განადგურების იარაღით. ”ჩვენ უარს ვამბობთ ასეთ შიშში ცხოვრებაზეო”, დასძინა პრეზიდენტმა. ბუშის თქმით, ის ახლოსაა ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საკითხში შეერთებული შტატების კონგრესთან შეთანხმებამდე. გარდა ამისა, ვაშინგტონის ადმინისტრაცია გაეროს უშიშროების საბჭოს სთხოვს დაყაბულებას სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებაზე.
XS
SM
MD
LG