Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტა სამი ადამიანი იქნა


სულ ცოტა სამი ადამიანი იქნა მოკლული და რამენიმე დაიჭრა ინდოეთის ქაშმირში მომხდარი ტერაქტის შედეგად.

სულ ცოტა სამი ადამიანი იქნა მოკლული და რამენიმე დაიჭრა ინდოეთის ქაშმირში მომხდარი ტერაქტის შედეგად.
პოლიციის ცნობით, ისლამისტმა მებრძოლებმა ააფეთქეს მანქანა, რომელშიც შტატის საკანონმდებლო ორგანოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატის მომხრეები იმყოფებოდნენ. ნაღმსატყორცნისა და ტყვიანმფრქვევის ცეცხლი გაუხსნეს აგრეთვე რეგიონული პარლამენტის ორი დეპუტატის სახლებს. არის დაჭრილები. ინდოეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ ტერაქტების მიზანია ქაშმირში არჩევნების მესამე რაუნდის ჩაშლა. მუსულმანი სეპარატისტები არჩევნების ბოიკოტირებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG