Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ორმა მეზობელმა ქვეყანამ, ირანმა


ერაყის ორმა მეზობელმა ქვეყანამ, ირანმა და თურქეთმა გაუმეორეს ერაყს რჩევა, რომ თუკი ბაღდადს ვაშინგტონის მხრივ სამხედრო თავდასხმის თავიდან აცილება სურს,

ერაყის ორმა მეზობელმა ქვეყანამ, ირანმა და თურქეთმა გაუმეორეს ერაყს რჩევა, რომ თუკი ბაღდადს ვაშინგტონის მხრივ სამხედრო თავდასხმის თავიდან აცილება სურს,
განიარაღების ინსპექტორებთან უნდა ითანამშრომლოს. ანკარაში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბულენთ ეჯევითმა ერაყის ვიცე-პრემიერთან შეხვედრის შემდგომ თქვა, რომ ერაყმა არავის არ უნდა მისცეს თავდასხმის საბაბი.
აზიზმა თავის მხრივ განაცხადა, რომ თუკი თურქეთი აშშ-ის ავიაციას თავის ტერიტორიას დაუთმობს, ის მას მეგობარ ქვეყნად აღარ განიხილავს.
თეირანში, ირანის თავდაცვის მინისტრმა, ალი შამხანიმ ერაყს მოუწოდა გაეროს რეზოლუციების შესრულება. მისი თქმით, ირანი, არც ამერიკის თავდასხმას აღუდგება წინ და არც მეზობელ ქვეყანაში არეულობით ისარგებლებს.
XS
SM
MD
LG