Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო აღმოსავლეთში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის


ახლო აღმოსავლეთში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა ჩავიდა დღეს.

ახლო აღმოსავლეთში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა ჩავიდა დღეს.
იგი დაძაბულობის განმუხტვას შეეცდება ისრაელსა და პალესტინელებს შორის. სოლანა - ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს, პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს იასირ არაფატს, იორდანიის მეფე აბდულასა და ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაკს შეხვდება.
ამასობაში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე არ წყდება სისხლისღვრა. ქალაქ ჯენინში, ისრაელ სამხედროებთან შეტაკებისას, ექსტრემისტული დაჯგუფების, ”ისლამური ჯიჰადის” აქტივისტი იქნა მოკლული. ნაბლუსის შემოგარენში ებრაელ მოსახლეთა ჯგუფმა პალესტინელი მოკლა ცეცხლსასროლი იარაღით. რამალაში, ისრაელმა სამხედროებმა პალესტინელთა გაზეთის ”ალ-აიამის” რედაქციის შენობა გაჩხრიკეს. დღესვე, ისრაელმა სამხედროებმა 17-დან 45-წლამდელი ასაკის ყველა პალესტინელს აუკრძალეს ღაზის სექტორიდან გასვლა.
XS
SM
MD
LG