იუბილარისთვის ყველაზე სასურველი ძღვენით საქართველო წარდგა. ორი დღით ადრე საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის გენერალურ პროკურატურას მალულად გადასცა ის ხუთი დაკავებული ჩეჩენი მებრძოლი, რომლებიც, 8 თანამემამულესთან ერთად, 3 და 4 აგვისტოს საკუთარი ნებით ჩაბარდნენ ქართველ მესაზღვრეებს. მეტიც, პრეზიდენტი შევარდნაძე ხელგაშლილობაში კიდევ უფრო შორს წავიდა და პირისპირ შეხვედრის დროს რუს კოლეგას "სასაზღვრო ზოლის პატრულირებისთვის ერთობლივი რაზმების შექმნაზე" დასტური მისცა. მიუხედავად იმ დაბნეულობისა, რაც საქართველოს სამხედრო წრეებში საქართველოს პრეზიდენტის ამ ინიციატივამ გამოიწვია, ზოგიერთი რუსი დამოუკიდებელი სამხედრო მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ერთობლივი პატრულირების სარჩულით, რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული სამხედრო ოპერაციის ჩატარების უფლებაც მოიპოვოს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილი იმპერიის საზღვრებს კარგა ხანს ერთპიროვნულად აკონტროლებდნენ რუსი მესაზღვრეები. თანაც სასაზღვრო რეჟიმი არ ეხებოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შიდა საზღვრებს, რომელიც 1994 წლამდე გამჭვირვალე რჩებოდა. ცოტა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა: საზღვრებზე ჯერ შერეული მორიგეობა დაიწყო, შემდეგ კი ესტაფეტა მთლიანად ეროვნულ სასაზღვრო უწყებებს გადაეცა. ასე მოხდა საქართველოშიც, სადაც საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე რუსი მესაზღვრეები თითქმის 1998 წლის ბოლომდე დარჩნენ.
ასე რომ, საქართველოსა და რუსეთს საზღვრის ერთობლივი დაცვის ტრადიცია ნამდვილად აქვთ და ამიტომ, პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ კიშინიოვის სამიტის წინა დღეს გაკეთებული განცხადება, ერთი შეხედვით, გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს.
მაგრამ აქ გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორები. ჯერ ერთი, რომ იმხანად რუსი და ქართველი სამხედროები საზღვრის ერთ მხარეზე იდგნენ და თურქეთთან ბრძოლას არავინ აპირებდა. ჩეჩნეთის მონაკვეთზე კი, რომლის სიგრძე დაახლოებით 80 კოლომეტრს შეადგენს, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთობლივ რაზმს, თუკი იგი, მართლაც, შეიქმნება, ძალაუნებურად საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება მოუწევს. დამოუკიდებელი რუსი სამხედრო მიმომხილველის პაველ ფელგენგაუერის აზრით, თუკი თანამშრომლობის ასეთ ფორმაზეა საუბარი, მაშინ ეს, შესაძლოა, რუსეთის წინაშე გარკვეულ დათმობაზე წასვლას ნიშნავდეს:
[პაველ ფელგენგაუერის ხმა] "მოსკოვი დიდხანს ცდილობდა, მიეღწია იმისათვის, რომ რუს მესაზღვრეებს ჰქონოდათ უფლება, იარაღით ხელში გასულიყვნენ საქართველოს მხარეზე და დადევნებოდნენ ბოევიკებს, დაეპატიმრებინათ ან გაენადგურებინათ ისინი. ეს რუსეთის დიდი ხნის იდეაა, რომელსაც აქამდე შეუპოვრად ეწინააღმდეგებოდა საქართველო. ასე რომ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, თუ სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ასეთი დათმობა თბილისის მხრიდან, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონფრონტაცია რუსეთის მხრიდან."
თუმცა, ასეთ შეფასებებს გადაჭრით არ ეთანხმება საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომლის თავმჯდომარეს გენერალ ვალერი ჩხეიძეს ორშაბათის განმავლობაში რამდენჯერმე მოუხდა იმის განმარტება, თუ რას ნიშნავს და როგორ წარმოუდგენია "ერთობლივი პატრულირების" განხორციელება.
[ვალერი ჩხეიძის ხმა] "არ არის გამორიცხული, რომ ეს ერთობლივი პატრულირება არ მოხდეს მთელი საზღვრის პერიმეტრზე, იმიტომ რომ, თვითონ რელიეფი არის რთული. გარდა ამისა, გასათვალისწინებელი იქნება ის ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც გაგვაჩნია ჩვენ და რომელიც ექნება ჩვენს უცხოელ კოლეგებს. ამასთან ერთად, ერთობლივი პატრულირება მოემსახურება იმ ამოცანას, რასაც ჰქვია, რომ მარტო ერთ მხარეს არ დაბრალდეს, თუ რაღაცა მოხდება სახელმწიფო საზღვარზე."[სტილი დაცულია]
ქართული მხარე ვარაუდობს, რომ ერთობლივ პატრულირებას მომავალში ბევრი სასაზღვრო პრობლემის, მათ შორის, საზღვრის დარღვევის შემთხვევების აღკვეთა და რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია - დემარკაციის პროცესის დასრულებაც მოჰყვება. თუმცა გასულ დღე-ღამეში საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაფიქსირებული დარღვევები ასეთი ოპტიმიზმისთვის ადგილს ნამდვილად არ ტოვებს. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყაზბეგის საგუშაგოს ინფორმაციით, მაშინ, როცა პრეზიდენტები - პუტინი და შევარდნაძე - ერთობლივ პატრულირებაზე საუბრობდნენ, რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს ჩრდილოეთი საზღვარი ოთხჯერ დაირღვა.