Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი განაახლებს ირანიდან გაზის მიღებას, რას უქადის ეს აზერბაიჯანის გაზის პროექტს?


თურქეთმა ირანის გაზის იმპორტზე ვალდებულება იკისრა მას მერე, რაც ერთი მხრივ ირანს გაურიგდა და მეორე მხრივ კი რუსეთის “გაზპრომმა” შეღავათებზე მზადყოფნა გამოაცხადა.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ აზერბაიჯანიდან გაზის საქართველოს გავლით იმპორტის პროქტს ამით საფრთხე შექმნება?
თურქეთმა მოაგვარა გაზის იმპორტის სფეროში უთანხმოება ირანთან. ერთმანეთს მოელაპარაკნენ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი ზეკი ჩაკანი და ირანის ნავთობის მინისტრი ბიჯან ნამდარ ზანგანე. თურქეთის მინისტრის თანახმად, 10-15 დღის შემდეგ, ეს საინფორმაციო სააგენტოებმაც დაადასტურეს, როცა შესაბამისი ორგანოები დაამტკიცებენ შეთანხმებას, გაზი დინებას დაიწყებს.
დეტალების შესახებ მხარეებს ლაპარაკი არ სურთ. რაც გახმაურდა, ის არის, რომ ირანმა ფასსაც დაუკლო და ხარისხიც მისი გაზისა, რომელსაც იწუნებდა თურქეთი, გააუმჯობესა. მანამდე ირანი თურქეთს ჯარიმითაც კი ემუქრებოდა, რადგან თურქეთს ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, მოეხმარა ირანის გაზის მეტი რაოდენობა, არ სრულდებოდა. რამდენით შეამცირა ირანმა გაზის ფასი, არ არის ცნობილი. თურქეთის მინისტრმა ჩაკანმა სექტემრებში თქვა, რომ რუსეთის “გაზპრომმა”, თურქეთისთვის გაზის მთავარმა მიმწოდებელმა, ფასი 9 პროცენტით დასწია და ახლა კი თქვა, რომ ირანის დათმობა კიდევ შორს მიდის.
ირანის ნავთობის მინისტრმა თურქ კოლეგასთან საუბრის შემდგომ თქვა, გაზზე საერთაშორისო ფასი დაწესებული არ არის, ყველა გარიგებას თავისი ფორმულა აქვს და ამით შესაძლებელია მისი მოქნილი მოხმარებაო. ფასის გარდა არ არის ცნობილი, რამდენ გაზს შეისყიდის თურქეთი ირანიდან. ეს ქვეყანა ირანის მიმართ აღებული ვალდებულების მხოლოდ მეათედს ასრულებდა. თურქეთი, რომლის ეკონომიკა წელში იმართება, ამ ეკონომიკას აბრალებს გაზის მოხმარების შემცირებას. ცხადია პირველი, რასაც იფიქრებენ გაზის სხვა წყაროების მესვეურები, მაგალითად ისინი, ვინც საქართველოს გავლით აზერბაჯანიდან გაზსადენით თურქეთში გაზის ტრანსპორტირებას გეგმავენ, შაჰ დენიზის პროექტს ვგულისხმობ, შეთანხმებას ამ პროექტის საფრთხედ აფიქვამენ. მოსკოვში კი გამოითხვა ვარაუდი, რომ “ცისფერი ნაკადის” პროექტი, რომელიც შავი ზღვის გავლით, იმავე თურქეთში, რუსეთის გაზის გატანას გულისხმობს, ზარალდება. საინტერესოა, რას ფიქრობენ საქართველოს სპეციალისტები. პრაღიდან ტელეფონით დავუკავშირდით გაეროს მაკროეკონომიკისა და სოციალური საკითხების ექსპერტს, პროფესორ სანდრო თვალჭრელიძეს, რომელიც ოპტიმისტურად არის განწყობილი.
[თვალჭრელიძის ხმა] იხ. აუდიო ვერსია.
ამ წმინდა კომერციული გათვლის გარდა, არის სხვა მიზეზიც, რომელიც ბაქო ერზერუმის გაზსადენის პროექტს კონკურენტუნარიანად აქცევს:
[თვალჭრელიძის ხმა]
იმედები შორეულია, მაგრამ ანგარიშგასაწევი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG