დიდი ფილოსოფოსებისა და ხელოვანების მოღვაწეობა უკავშირდება, ის დემოკრატიისა და ოლიმპიური იდეის სამშობლოა, იქ შეიქმნა თეატრი და იქ ჩაიწერა ჰომეროსის უკვდავი ”ოდისეა” და ”ილიადა”. ათენი - ლაპარაკი კი, რასაკვირველია, ათენზეა – დიდხანს იყო აღიარებული ცივილიზებული სამყაროს ცენტრად და ამ შთამბეჭდავი წარსულის გადმონაშთებს დღესაც თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე გადაეყრებით. მაგრამ, სავარაუდოდ, სულ მალე მოხდება ის, რაც ქალაქის მრავალსაუკუნოვან ისტორიას არ ახსოვს: ათენის მმართველობას სათავეში ჩაუდგება ქალი – დორა ბაკოგიანისი, რომელიც კონსერვატიული პარტიის კანდიდატია და კვირას, 13 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ხმების 47,4 პროცენტი მოაგროვა. ეს გამარჯვებისათვის საკმარისი არ გამოდგა, მაგრამ თითქმის ეჭვს არ იწვევს, რომ 20 ოქტომბერს კენჭისყრის მეორე, გადამწყვეტ რაუნდში ბაკოგიანისი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს სოციალისტ კანდიდატ კრისტო პაპუტისზე. მანამდე კი დორა ბაკოგიანისს ათენში დავურეკეთ.
48 წლის დორა ბაკოგიანისი ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საბერძნეთში ბოლო ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებული პოლიტიკური ტრადიციების ტიპურ გამგრძელებლად არის მიჩნეული – ის შთამბეჭდავ პოლიტიკურ კარიერას, საკუთარი ნიჭისა და მოწადინების გარდა იმ გარემოებასაც უმადლის, რომ ცნობილი მოღვაწის ქალიშვილია, როგორც, მაგალითად ინდირა განდი ინდოეთში, ან ბენაზირ ბჰუტო პაკისტანში.
თუმცა, იყო დრო, როცა ბაკოგიანისის მამის (1990-93 წლებში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კონსტანტინოს მიცოტაკისის) პოლიტიკური აქტიურობა ოჯახის წევრებისათვის უპირატესობას კი არა დიდ საფრთხეს მოასწავებდა. საბერძნეთში 1967-74 წლების სამხედრო დიქტატურის დროს მიცოტაკისებს ემიგრაციაში წასვლა მოუხდათ, ასე რომ დორას სასკოლო განათლების ნაწილი პარიზში აქვს მიღებული. მოგვიანებით მან მიუნხენის უნივერსიტეტში საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფაკულტეტზე ისწავლა, რასაც მიცოტაკისის ოჯახის ათენში დაბრუნების შემდეგ იურიდიული განათლება დაემატა.
არ დააყოვნა არც პოლიტიკურმა კარიერამ: ახალგაზრდა ქალი სამხედრო დიქტატურის დამხობის წელსვე შეუდგა მამის, მაშინ მინისტრთა კაბინეტის წევრის ოფისში მუშაობას. და იმავე პერიოდში გარკვეულწილ შეიცვალა მიცოტაკისის ქალიშვილის პოლიტიკური მრწამსი: თუ ის სტუდენტობის პირველ წლებში მემარცხენე იდეოლოგიას ემხრობოდა, საბერძნეთში დაბრუნებულმა მამის, ანუ კონსერვატიულ ბანაკში გადაინაცვლა. მაგრამ 1989 წელს დორას ცხოვრებაში კიდევ ერთი, ოღონდ ტრაგიკული ცვლილება მოხდა – 26 სექტემბერს მისი მეუღლე, პარლამენტარი პავლოს ბაკოგიანისი შუა ქუჩაში ტყვიებით დაცხრილა სამმა მამაკაცმა, როგორც გაირკვა, მემარცხენე ექსტრემისტული ორგანიზაცია ”17 ნოემბრის” წევრებმა.
როგორც დორა ბაკოგიანისი ამბობს: [ბაკოგიანისის ხმა] ”პოლიტიკაში მუშაობა 22 წლისამ დავიწყე, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ჩემი ქმრის მკვლელობის შემდეგ გადავწყვიტე. დღეს ძნელი სათქმელია, მივაღწევდი თუ არა ამჟამინდელ პოზიციას, დიდი ავტორიტეტის მქონე ოჯახის წევრი რომ არ ვიყო- ცხადია, რომ ოჯახური ისტორიის ერთგვარი პროდუქტი ვარ. ჩემი პოლიტიკური იდეების ჩამოყალიბებაზე, რასაკვირველი იქონია გავლენა იმან, რომ ემიგრაციაში ვცხოვრობდი, რომ სამხედრო დიქტატურას გავეცანი, რომ პოლიტიკურად აქტიური ვიყავი. იცით, გავლენიანი ოჯახის წევრობა პლუსიც არის და მინუსიც. პლუსი, რადგან სახელის მოხვეჭის მეტი შანსი გაქვს, მინუსი, რადგან ადამიანები ძალიან ფრთხილობენ, ძალიან კრიტიკულად აფასებენ გავლენიანი პიროვნების ოჯახის წევრებს. ასე რომ, როგორც ყველგან, პოლიტიკაშიც საკუთარი მოღვაწეობით უნდა დაამტკიცო, რომ საქმის კეთება შეგიძლია”.
დორა ბაკოგიანისს რომ საქმის კეთება შეუძლია, ეს მან უკვე არაერთ თანამდებობაზე, მათ შორის კონსერვატიულ პარტიაში ”ნეა დემოკრატია” საგარეო და უშიშროების საკითხთა ექსპერტად მუშაობით დაამტკიცა. [ბაკოგიანისის ხმა] ”ათენს შემიძლია მოვახმარო დიდი გამოცდილება, მუყაითობა და კონკრეტული პროგრამა, რათა ქალაქმა სახე იცვალოს. პროგრამის მოკლედ ჩამოყალიბება გამიჭირდება, მაგრამ მაინც შევეცდები: ათენს სჭირდება მეტი სიმწვანე, მეტი სისუფთავე. ჩვენი ამოცანაა ტრანსპორტის მოძრაობის ისე მოწესრიგება, რომ ადამიანებს გაუადვილდეთ ათენში გადაადგილება. მოსაგვარებელი გვაქვს სოციალური პრობლემები”.
ასე რომ, ამოცანა ბევრია, დრო კი არ ითმენს. მსმენელს, შესაძლოა ახსოვდეს, რომ ათენი 2004 წელს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. დორა ბაკოგიანისი აღიარებს, რომ: [ბაკოგიანისის ხმა] ”2004 წლის აგვისტომდე ცოტა დროღა რჩება – სულ 18 თვე მას შემდეგ, რაც ათენის ახალი მერი თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგება. ეს ნიშნავს, რომ 2004 წლისთვის მზად უნდა ვიყოთ, რათა ქალაქმა სტუმრები ბერძნული სტუმართმოყვარეობით მიიღოს”.
კვირას, 20 ოქტომბერს უკვე გვეცოდინება ათენის ახალი მერის ვინაობა. დღეს კი საზოგადოებრივი აზრის, პრაქტიკულად, ყველა გამოკითხვა აჩვენებს კონსერვატიული პარტიის კანდიდატის უპირატსეობას. ის კი არა, ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, სოციალისტური პარტიის, ”პასოკის” მომხრეების მესამედი ათენის მერის არჩევნებში თავისი პარტიის კანდიდატს კი არა დორა ბაკოგიანისს მიემხრობა. შეკითხვაზე, როგორ შეიძლება აიხსნას მხარდაჭერა პოლიტიკური ოპონენტების რიგებში, დორა ბაკოგიანისი ასეთ პასუხს იძლევა: [ბაკოგიანისის სიცილი და ხმა] ”ეს შეკითხვა, ალბათ, სხვას უნდა დაუსვათ! ისე, თქვენ სწორი ინფორმაცია გაქვთ. ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანებთან უშუალო კონტაქტის დამყარებას. პოლიტიკაში ყოველთვის ვცდილიობდი, არ ჩამოვშორებოდი ადამიანებს, პრობლემებს და ხშირად გამემართა დისკუსიები, პარტიული, იდეოლოგიური განსხვავებების ხაზგასმის გარეშე. და ვფიქრობ, ეს არის მხარდაჭერის მთავარი მიზეზი.”
მოკლედ, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ათენი, სადაც კაცობრიობის ისტორიაში პირველად ჩაისახა დემოკრატიული მართვის იდეა, მალე კიდევ ერთ სიახლეს შემოგვთავაზებს – ის ევროპის დედაქალაქებიდან პირველი აირჩევს მერ ქალს. და, რომ იტყვიან, მითი სინამდვილედ იქცევა: ამ დიდებული ქალაქის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თქმულება ხომ იმაზე მოგვითხრობს, რომ მისმა მოსახლეობამ მფარველად ჯერ კიდევ უხსოვარ დროში აირჩია არა ზღვის მბრძანებელი პოსეიდონი, არამედ ათენა - სიბრძნისა და ცოდნის, ხელსაქმისა და სამხედრო ხელოვნების ქალღმერთი.