Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამანგრეველმა ქარმა, რომლის სიძლიერე საათში


დამანგრეველმა ქარმა, რომლის სიძლიერე საათში 160 კილომეტრს აღწევდა ბრიტანეთის კუნძულებიდან ჩრდილოეთ ევროპამდე დიდი ზარალი გამოიწვია და ოცამდე ადამიანი იმსხვერპლა.

დამანგრეველმა ქარმა, რომლის სიძლიერე საათში 160 კილომეტრს აღწევდა ბრიტანეთის კუნძულებიდან ჩრდილოეთ ევროპამდე დიდი ზარალი გამოიწვია და ოცამდე ადამიანი იმსხვერპლა.

ბრიტანეთში ექვსი ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა. ირლანდიიდან და ბრიტანეთიდან კონტინენტისკენ საბორნე გადასვლები შეჩერებულია. შეზღუდულია ფრენაც. ბელგიაში დაიღუპა ბიჭი, რომელმაც უგულვებელყო გაფრთხილება და შენობიდან გარეთ გავიდა. ჰოლანდიაში სხვადასხვა გარემოებაში ოთხი ადამიანი დაიღუპა და სამი ჯერჯერობით დაკარგულად ითვლება მას შემდეგ, რაც 130 კილომეტრი საათში სიძლიერის ქარმა ამ ქვეყანასაც მიაღწია.
გერმანიაში ორი ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი ჰოლანდიელი ქალი. საფრანგეთში დაიღუპა ორი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ავსტრიაში სტიქიამ გერმანელი ცოლ-ქმარი იმსხვერპლა. შვეიცარიაში დაიღუპა ერთი ქალი.
XS
SM
MD
LG