კოპენჰაგენში დამთავრებული "ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესის" მონაწილეებმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მოუწოდეს
– დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი ჩეჩნეთში. ღია წერილში, რომელსაც კონფერენციის დელეგატებმა მოაწერეს ხელი ნათქვამია, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებაა ამ კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი საშუალება. წერილობითი მიმართვის ავტორებმა დაგმეს გასულ კვირაში მომხდარი აქტი, როცა შეიარაღებულმა ჩეჩნებმა ასობით მძევალი აიყვანეს მოსკოვში. თუმცა მიმართვაში აღნიშნულია, რომ ტერორიზმის ყველაზე სახიფათო სახეობა – სახელმწიფო ტერორიზმია. კონგრესის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ 1999 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ჩეჩნეთში 150 000 მშვიდობიანი მოსახლე იქნა მოკლული.