ეს კი მრავალ ქვეყანას ხარისხობრივად სულ სხვა პერსპექტივებს სთავაზობს. ერთ-ერთი იმათთაგანი, ვინც შეიძლება გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებებით იხეიროს, ჩვენი ქვეყანაცაა. საქართველოს საგარეო პერსპექტივებზე უამრავს ლაპარაკობენ. ერთნი ჩვენი ქვეყნის ნეიტრალიტეტის მომხრენი არიან, მეორენი - რუსეთთან მეგობრობის, მესამენი -ევროპასთან ან ამერიკასთან და ასე შემდეგ.
ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის წარმომადგენლის ირაკლი არეშიძის აზრით, რომელიც შეერთებულ შტატებში მოღვაწე ცნობილი პოლიტოლოგების ანალიზს ეყრდნობა, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში რესპუბლიკური პარტიის „ნეოკონსერვატორების“ ფრთის იდეოლოგიას იზიარებს.
„ნეოკონსერვატორები“ თანამშრომლობენ ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც „ლიბერალურ დემოკრატიებს“ წარმოადგენენ. მათ მიაჩნიათ,
რომ ამ გზით შეერთებულმა შტატებმა მთელ მსოფლიოში უნდა გაავრცელოს ლიბერალური დემოკრატიის, თავისუფლებისა და კერძო საკუთრების ფასეულობები. ექსპერტი ირაკლი არეშიძე დაასკვნის, რომ სწორედ ეს დაედო საფუძვლად ბუშის საგარეო -პოლიტიკურ დოქტრინას, რომელიც ნათლადაა ასახული სექტემბერში პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უშიშროების სტრატეგიაში.
[არეშიძის ხმა] „ჩვენი როლი, აქედან გამომდინარე, ხდება წარმოუდგენლად უფრო მეტი. ჩვენ გვეძლევა იმის შანსი, რომ ვიყოთ ამერიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანა. რატომ? იმიტომ რომ, თუ შევხედავთ მსოფლიოს, დღეს ლიბერალური დემოკრატიის გავრცელება არის საჭირო ორ ადგილას - აფრიკასა და ცენტრალურ ევრაზიაში. ცენტრალური ევრაზია ხდება მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ რეგიონში ამერიკას დღეს ჰყავს მარტო ერთი ამხანაგი, რეალური. ეს არის ისრაელი. საქართველოს ამის ყველაფრის შესაძლებლობა ბევრად უფრო აქვს, იმიტომ რომ ჩვენს ტრადიციებში დასავლური ცივილიზაცია შიგნით დევს და საჭიროა, უბრალოდ, ამის ამოწევა. მეორე მომენტია, რომ არც ერთი ქვეყანა არ არის დღეს მსოფლიოში, რომელსაც ყველა ამ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, მუსულმანურ ქვეყნებთან და სასომხეთთან, ერთდროულად ყველასთან, აქვს კარგი ურთიერთობა. ყველა ვიღაცასთან ომობს. ჩვენ ეს პრობლემა არ გაგვაჩნია, რუსეთის გარდა, მაგრამ რუსეთი ამ სქემაში როლს არ თამაშობს.“ [სტილი დაცულია]
ამ ხელსაყრელი მომენტის რეალიზებამდე თავად საქართველომ უნდა განსაზღვროს, მას უნდა მხოლოდ მილსადენების ტერიტორიად დარჩეს და მხოლოდ ქვეყნის შიდა ეკონომიკურ განვითარებაზე იზრუნოს, თუ რეგიონში მნიშვნელოვანი პოლიტიკური როლიც ითამაშოს. თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველო ნეიტრალიტეტის პირობებში განვითარებას ვერ შეძლებს, რადგან უზომოდ დიდია ჩვენს ქვეყნაზე მეზობელი სახელმწიფოების პოლიტიკური ამბიციები და ზეწოლა.
თუ საქართველოს დღევანდელ საგარეო-პოლიტიკურ კურსს შევხედავთ, ნათლად დავინახავთ, რომ ის რომელიმე ერთი კონკრეტული მიმართულებით არ ვითარდება და ცდილობს ყველა ზევით ნახსენები იდეის გაერთიანებას. ასეთი პოზიცია, ანუ ზომიერების დაცვის მცდელობა, შიდა დესტაბილიზაციის საბაბიც კი ხდება ხოლმე. მაგალითად, ამჟამად ცენტრალურ ხელისუფლებაზე პოლიტიკური თავდასხმები იმიტომაც ხორციელდება, რომ საქართველომ ნატოში გაწევრიანების სურვილის გამოთქმა მომავლისთვის გადადოს. საგარეო- პოლიტიკური ვექტორის მკაცრად განსაზღვრის შემთხვევაში, შიდა დესტაბილიზაციის კიდევ ერთი მიზეზი დროთა განმავლობაში განეიტრალდება, სხვა სარგებელზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
ხოლო იმისათვის, რომ საქართველომ მკაცრი პოლიტიკური ვექტორის რეალიზება, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობა, შეძლოს, საჭიროა ქართველი პოლიტიკოსები რესპუბლიკელი „ნეოკონსერვატორებისათვის“ გასაგები ენით ამეტყველდნენ და მათკენ მეგობრული ნაბიჯები გადადგან. ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის წარმომადგენელი ირაკლი არეშიძე ასახელებს ისრაელისა და დიდი ბრიტანეთის მაგალითებს, რომლებიც, ძირითადად, მსოფლიო პოლიტიკაში შეერთებული შტატებისთვის პრინციპული საკითხების მხარდაჭერას ეხება. ასეთი პრინციპული საკითხებია საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს დაუშვებლობა ან, თუნდაც, იერუსალიმში საელჩოს გადატანის პრობლემა. პირველ შემთხვევაში, შეერთებული შტატების პოზიციის გაზიარებით, საქართველოც მოგებული რჩება, რადგან საერთაშორისო სასამართლოს დევნის ქვეშ შეიძლება მოხვდეს აფხაზეთში ნაომარი ნებისმიერი ქართველი, ხოლო რაც შეეხება მეორე მაგალითს:
[არეშიძის ხმა] „არაფერი არ არის საელჩოს იერუსალიმში გადატანა, ამერიკისგან განსხვავებით, ჩვენზე არავინ აყვირდება, იმიტომ რომ პატარა ქვეყანაა და ეს არაფერს არ ნიშნავს. მაგრამ მათთვის ეს იქნება უზარმაზარი რაღაცა, იმიტომ რომ ვიღაც მხარს დაუჭერს. ძალიან ბევრი სხვა რაღაცაა ასეთი. პატარა, სულ პატარა ნაბიჯებით შეგიძლია უზარმაზარი მეგობრები შეიძინო. და რაც, აგრეთვე, შენთვისაც იქნებოდა კარგი, იმიტომ რომ, შენ თუ იერუსალიმში გადაიტანე საელჩო, ეს ისრაელსაც ძალიან მოეწონება და ისრაელსა და საქართველოს შორის კარგი ურთიერთობა ყველა ქართველისთვის არის კარგი.“[სტილი დაცულია]
ხოლო უმთავრესი, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, ეს ის არის, რომ, უპირველეს ყოვლისა, გახდეს ნატოს წევრი და, თანაც, აქტიური წევრი - ანუ ისეთი ქვეყანა, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში. ერთი მაგალითი: საქართველოს თავისუფლად შეუძლია ნატოს ჯარებისთვის სამთო შეიარაღებული ძალების შექმნა, რისთვისაც საჭირო ბუნებრივი და ადამიანური რესურსების სიმცირეს ჩვენი ქვეყანა არ განიცდის. სხვა უამრავი მაგალითის დასახელება შორს წაგვიყვანდა.
ზევით ნახსენები საგარეო-პოლიტიკური პერსპექტივებიდან თუ რას აირჩევს საქართველო, გარკვეულწილად, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ნოემბრის სამიტზე მოეფინება ნათელი.