Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო დაინტერესებულია, რომ აფხაზეთის კონფლიქტი


გაერო დაინტერესებულია, რომ აფხაზეთის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე მოგვარდეს.

გაერო დაინტერესებულია, რომ აფხაზეთის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე მოგვარდეს.
ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს, გაეროს თბილისის მისიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ამ ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ, სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჟან-მარი გიენომ, რომელიც გუშინ საღამოს ოთხდღიანი ვიზიტით ეწვია საქართველოს. გიენოს თქმით, გაერო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ შემუშავებულ დოკუმენტს, რომლის ავტორია საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი საგანგებო წარგზავნილი დიტერ ბოდენი. ჟან-მარი გიენომ განაცხადა, რომ შეეცდება, ამ დოკუმენტის მიღების აუცილებლობაში დაარწმუნოს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება.
XS
SM
MD
LG