ხელოვნების მოყვარულებს ისევ გაუღვიძა არასრულფასოვნების განცდა, ისევ დაიწყო ლაპარაკი არასტაბილურობაზე, რომელიც აშინებთ უცხოელ არტისტებს საქართველოში გამგზავრების წინ. ბენსონის კონცერტის ჩაშლა რუსებს დაბრალდათ. “რუსეთის ფაქტორი”, რომელსაც დღეს “რუსეთუმეებიც” მშვენივრად იყენებენ, სულ ერთია პოლიტიკოსები იქნებიან თუ უბრალო მოქალაქეები, არ უნდა ამართლებდეს გასტროლების ორგანიზატორებს. თუ რუსეთი დესტრუქციულ ქმედებებშია “შემჩნეული”, დროა, ალბათ, დასავლეთთან ურთიერთობა საქართველომ რუსეთის გარეშეც მოაგვაროს, ე.ი. კონკრეტულ შემთხვევაში, როცა შოუბიზნესზეა ლაპარაკი, ყველაფერი გაკეთდეს, რათა უცხოელი არტისტები თბილისში “მოსკოვის გავლით” არ ჩამოვიდნენ, ან არტისტების საგასტროლო ტურნეში თბილისი არ იქცეს “გადასატვირთავ პუნქტად” დასავლეთსა და ჩრდილოეთს შორის.
არადა, ეს ხომ ხერხდება ზოგჯერ. მაგალითად, ახერხებს ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ვახტანგ მაჭავარიანი, რომელმაც 4 ნოემბერს კიდევ ერთხელ შეავსო ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზი. ცოტა ხნის წინ მაჭავარიანმა სრული ანშლაგით ჩაატარა კონცერტი, რომელიც ევგენი მიქელაძის ხსოვნას მიეძღვნა: საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მომღერლებთან პაატა ბურჭულაძესთან, მაყვალა ქასრაშვილთან, თეა დემურიშვილსა და ლაშა მიქაბაძესთან ერთად ვერდის “რეკვიემი” შეასრულა. ამ საკმაოდ ამბიციურ პროექტს ამ კვირაში მეორე დაემატა: ვახტანგ მაჭავარიანმა თბილისში ჩამოიყვანა დასავლეთის მუსიკალურ სამყაროში მეტ-ნაკლებად ცნობილი მომღერლები -გიუნტენ ფონ კანენი, იოჰან კრენცლე, პიტერ მარში, ნაილა ვან ინგენი, ბეა რობაინი, კლარა ჩარდაში - და, პირველად საქართველოში, ჯუზეპე ვერდის უკანასკნელი ოპერა, “ფალსტაფი,” შეასრულა.
“ფალსტაფში”, რომელსაც საფუძვლად დაედო შექსპირის კომედია “უინძორელი მხიარული ქალები,” სოლოდ შესრულებული ნომრები თითქმის არ არის. მომღერალი აქ მსმენელს ვერ მოაწონებს თავს “არია-ჰიტით”. მსმენელი შეიძლება მოხიბლო მხოლოდ ანსამბლებით – კვარტეტებით, კვინტეტებით, სექსტეტებით. პარტნიორის გრძნობის გარეშე “ფალსტაფში”, უბრალოდ, ვერ იმღერებ. მით უფრო უცნაური და სარისკო უნდა ყოფილიყო ვახტანგ მაჭავარიანის თბილისური ექსპერიმენტი: ფაქტია, რომ მომღერლებსა და ორკესტრს არ ექნებოდათ საშუალება რამდენჯერმე გაევლოთ რეპეტიცია და რაც შეიძლება კარგად გაეცნოთ ერთმანეთი. მით უმეტეს, მოგეხსენებათ, ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურ ორკესტრს თავისი დარბაზი არა აქვს და სოლისტები თბილისში პრემიერამდე დიდი ხნით ადრეც რომ ჩამოსულიყვნენ, რეპეტიციებს მაინც ვერ გამართავდნენ. ასეთ პირობებში, როცა იმპროვიზაცია წამყვანი გახდა, მთელი პასუხისმგებლობა ორკესტრის დირიჟორს, ვახტანგ მაჭავარიანს, დაეკისრა. სადღაც “ლა სკალაში” ან თუნდაც დიდ თეატრში ამგვარი ექსპერიმენტის ჩატარების უფლებას დირიჟორს არავინ მისცემდა. მაგრამ საქართველოში ყველაფერი შეიძლება – “ფალსტაფს” ასე მხოლოდ თბილისში თუ იმღერებ... თბილისელები ყველაფერს გაპატიებენ, რადგან, ჯერ ერთი, კარგი მუსიკა აქ ყველას მოენატრა და, მეორეც, ქართველი ოპერის მოყვარულები კონსერვატიზმით არასდროს გამოირჩეოდნენ.
ჯუზეპე ვერდის უკანასკნელ ოპერას დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა თეატრი დგამს.. ამ ოპერის პარტიტურით ვერდი თითქოს თავისი ოპონენტების გაჯავრებას ცდილობს. მას განუწყვეტლივ აბრალებდნენ, რომ ვერ ქმნის ფუგებს? ჰოდა, გენიალური მაესტრო “ფალსტაფს” ასრულებს ფუგით - “ყველა გაცურებულია!”. მიდით ახლა, მელომანებო, და “დაამღერეთ” ოპერის რომელიმე მოტივი.... არაფერი გამოგივათ...
ფაქტია, რომ 80 წლის მაესტრომ საოცრად ახალგაზრდული, სიცოცხლით სავსე, ურთულესი ნაწარმოები შექმნა. შეიძლება სწორედ ამიტომ იყო ეს ოპერა დღემდე ნაკლებად პოპულარული. [ჩართვა. მუსიკა]
“ფალსტაფის” საკონცერტო ვარიანტი, კოსტიუმებისა და დეკორაციის გარეშე, რომელიც ვახტანგ მაჭავარიანმა შესთავაზა თბილისელებს, თავისთავად გულისხმობდა კომპრომისებს. საკონცერტო შესრულებით, მაგალითად, “ტრუბადურსა” თუ “ტრავიატას” არაფერი დაუშავდება, მაგრამ “ფალსტაფი” სულ სხვა შემთხვევაა – სანახაობრიობა აქ მუსიკალური დრამატურგიის შემადგენელი ნაწილია. აქ ხომ “ჩახვეულია” ინტრიგა და იქმნება მხიარული ნატიურმორტი, რომელსაც “სიცოცხლე” ჰქვია. თუმცა მხოლოდ მხიარული არა. ფინალში ფენტონი, რომელსაც აქამდე ნანეტას მიმართ მხოლოდ ამაღლებული გრძნობა ჰქონდა, ფალსტაფს ემსგავსება. რომანტიკული გმირი ადიულტერად გარდაიქმნება. ასეთია ცხოვრება! და რადგან ვერდის ოპერაში უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება ამ ჭრელი, წინააღმდეგობითა და მოულოდნელობით აღსავსე ცხოვრების სურათის წარმოჩენა, “ფალსტაფის” საკონცერტო შესრულების დროს მსმენელს უთუოდ გაუჩნდებოდა დანაკლისის გრძნობა – აი, ამ ოპერას ნამდვილად აკლია დეკორაციები და კოსტიუმები. ბოლოს და ბოლოს, “რენესანსი” ხომ ფონისა და ფიგურის ერთიანობასაც გულისხმობს! “ფალსტაფი” ერთ-ერთი იშვიათი საოპერო ნაწარმოებია, რომლის ყველა პერსონაჟი გამოირჩევა არა ცალმხრივი, არამედ სრულიად რეალური, ცოცხალი ხასიათით. მთელი მუსიკალური დრამატურგია აგებულია გათამაშებაზე, ნიღბების ცვლაზე. ვფიქრობ, მაჭავარიანის “საერთაშორისო პროექტში” მონაწილე სოლისტებმა, მათ შორის, თბილისელებმა - მიშელინა ქობალიანმა (მისი ნანეტა ერთ-ერთი საუკეთესო იყო იმ საღამოს), თამაზ საგანიძემ, ზაზა ხელაიამ - გაითვალისწინეს ვერდის ამ ოპერის თავისებურება, ამიტომ თამაშზე, ექსცენტრიკაზე უარი არ თქვეს. მეორე მოქმედებაში სცენაზე ჩოხა-ნაბადში გამოწყობილი გიტარისტი მოგვევლინა; ერთ-ერთ პირველ სცენაში, როცა ფალსტაფი თავის მსახურებს ქურდობას ასწავლის, მოულოდნელად ქართული სიტყვები ისმის [ჩართვა. მუსიკა]
დასაწყისში ორკესტრსა და სოლისტებს შორის შეუთანხმებლობა იგრძნობოდა. ქალთა კვარტეტი (როცა ალისა და მეგი ფალსტაფის წერილს კითხულობენ), აშკარად, “დაშლილად” ჟღერდა, უცხოელ მომღერლებს აკლდათ ის თავაშვებულობა, ურჩობა, გულღიაობა, რომელიც ვერდის ოპერის საერთო განწყობილებას ქმნის. თუმცა ფორდის პარტიის შემსრულებელს, ფრანკფურტისა და სან-ფრანცისკოს ოპერის სოლისტს იოჰანეს მარტინ კრენცლეს იმდენად ლამაზი ხმა აქვს, რომ მაყურებელს შეიძლებოდა დავიწყებოდა, რომ ოპერა-ბუფს უყურებს. სამაგიეროდ, ფალსტაფის როლის შემსრულებელი, გერმანელი ბას-ბარიტონი გიუნტერ ფონ კანენი გამოირჩეოდა არტისტიზმით. ერთადერთი პრობლემა მას შეუქმნა ორკესტრმა, რომელიც დროდადრო ფარავდა სოლისტის არცთუ ისე ძლიერ ხმას.
ასეა თუ ისე, ვერდის უკანასკნელი ოპერის საკონცერტო პრემიერა მაინც შედგა. ქართველებს ახლა შეუძლიათ იმითაც იამაყონ, რომ რუსებს დაასწრეს - მოსკოვის დიდ თეატრში ხომ “ფალსტაფი” უკანასკნელად 40 წლის წინ იმღერეს. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, არც ჰქონდეს მნიშვნელობა შესრულების ხარისხს. სასიხარულო ისაა, რომ “ფალსტაფის” პრემიერაზე ბილეთები ოპერის თეატრში დიდი ხნის წინ გაიყიდა, სასიხარულოა, რომ ოპერის დასავლელ ვარსკვლავებს საქართველოში ჩამოსვლის არ შეეშინდათ. სასიხარულო ისაა, რომ თბილისის კულტურულ ცხოვრებაში იქმნება მხიარული ნატიურმორტი, რომელსაც “სიცოცხლე” ჰქვია.