Accessibility links

site logo site logo

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში რუსეთის


პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში რუსეთის ელჩის თანამდებობაზე ვლადიმირ ჩხიკვიშვილი დანიშნა,

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში რუსეთის ელჩის თანამდებობაზე ვლადიმირ ჩხიკვიშვილი დანიშნა,
- იტყობინება რუსეთის მასმედია. შესაბამისი ბრძანებულება ვლადიმირ პუტინის ხელმოწერით რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის საიტზეა განთავსებული. მანამდე, 54 წლის ვლადიმირ ჩხიკვიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აშშ-სა და კანადის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე მუშაობდა. აგრეთვე, 90-იანი წლების შუა ხანებში იგი აშშ-ში რუსეთის საელჩოში მუშაობდა, ამასთან, 8 თვის განმავლობაში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა. ვლადიმირ ჩხიკვიშვილმა სკოლა თბილისში დაამთავრა, მას ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი. ჩხიკვიშვილი საქართველოში რუსეთის ელჩის თანამდებობაზე ვლადიმირ გუდევს შეცვლის.
XS
SM
MD
LG