Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააქციო საზოგადოება ,,საქგაზი" შაბათს, დილის


სააქციო საზოგადოება ,,საქგაზი" შაბათს, დილის 11.00 საათიდან თბილისს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს.

სააქციო საზოგადოება ,,საქგაზი" შაბათს, დილის 11.00 საათიდან თბილისს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს.
ამის შესახებ ნათქვამია სს. ,,საქგაზის" მიერ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, როგორც ,,საქგაზის" გენერალური დირექტორი ლეონიდ დეიკალო აცხადებს, ,,თბილგაზს" ბუნებრივ აირს მანამდე არ მიაწოდებენ, ვიდრე სრულად არ დაიფარება 2002 წლის დავალიანება და არ იქნება მხარეთა შორის შეთანხმებული გადაწყვეტილება ძველი ვალების მომსახურების შესახებ. ,,საქგაზის" ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე მიწოდებულ გაზზე ,,თბილგაზის" საერთო დავალიანება 22 300 000 ლარს შეადგენს. სახელმწიფო და მუნიციპალური ადმინისტრაციის მოხელეთა სიტყვიერი დაპირებების მიუხედავად, ადრე მიწოდებული გაზის საფასურის გადახდა დღემდე არ ხორციელდება, ასევე, არ ხდება მიმდინარე გადასახადების დაფარვა და მიღებული გაზის საფასურის გადახდის იურიდიულად სარწმუნო გარანტიების წარმოდგენა.
XS
SM
MD
LG