კომპარტიის მე-16 ყრილობა, რომლის მიმდინარეობასა და შედეგებს ჩვენს გადაცემებში, ისევე როგორც სხვა საინფორმაციო საშუალებებში, დიდი ყურადღება დაეთმო. ეს, თავისთავად, უჩვეულო ფაქტია: საბჭოთა ეპოქიდანაც კარგად გვახსოვს, რომ კომუნისტური ელიტის მოსაწყენ თავყრილობებში იშვიათად თუ გამოერეოდა თუნდაც შედარებით საინტერესო და, მითუმეტეს, სიახლის მომტანი შეხვედრები. შესაბამისად, კომპარტიის ყრილობებისაგან ბევრს არაფერს მოელიან და მათზე გამოხმაურება მშრალი ინფორმაციით, ან ირონიული კომენტარით თუ შემოიფარგლება ხოლმე. ირონიულ კომენტარს, შესაძლოა, ჩინეთის კომპარტიის მე-16 ყრილობაც იმსახურებდეს (რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ ყველა მთავარი გადაწყვეტილება ამჯერადაც სულ რამდენიმე კაცმა მიიღო), მაგრამ მას რამდენიმე საყურადღებო სიახლეც უკავშირდება. ამ სიახლეებიდან ერთ-ერთს – პოლიტბიუროს წევრად ქალის არჩევას ეხება დღევანდელი გადაცემა ციკლიდან “ქალი და მსოფლიო”.
ვუ ი არ არის პირველი ქალი, რომელიც ჩინეთის კომპარტიის მმართველი, ლამის ყოვლისშემძლე ორგანოს – პოლიტბიუროს წევრი გახდა. მაგრამ პირველია, ვინც ეს წარმატება ქმრის მხარდაჭერის გარეშე მოიპოვა.
აქამდე, ანუ ჩინეთის კომპარტიის 80-წლიანი ისტორიის მანძილზე, პოლიტბიუროში სამად-სამი ქალი მოღვაწეობდა: ჩინელ კომუნისტთა ბელადის, სახელგანთქმული მაო ძედუნის მეუღლე, მაოს თანამოაზრისა და თანამებრძოლის, ლინ ბიაოს მეუღლე, და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჟუ ენლაის ქვრივი. ასე რომ სულ რამდენიმე დღის წინ, პოლიტბიუროს წევრად დაუოჯახებელი ვუ ლის არჩევა ექსპერტებმა ერთგვარ გარღვევად აღიქვეს ქვეყანაში, სადაც სქესთა თანასწორუფლებიანობის დეკლარირების მიუხედავად, პოლიტიკურ ასპარეზზე მამაკაცები დომინირებენ. თავად განსაჯეთ: კომპარტიის მე-16 ყრილობაზე შეკრებილი 2114 დელეგატიდან ქალების რიცხვი 300-ს არ აღემატებოდა, ხოლო პარტიის ცენტრალური კომიტეტის 198 წევრს შორის სულ 5 ქალია.
თუმცა, ესეც დიდ წინსვლად ითვლება ქვეყანაში, სადაც ქალები საუკუნეების მანძილზე მეორეხარისხოვან არსებებად ითვლებოდნენ. რად ღირს თუნდაც ძველთაძველი ჩინური ანდაზა, რომელიც ქალის სიკვდილს მნიშვნელობით ქათმის სიკვდილთან აიგივებს...
პატრიარქალური სისტემის განმტკიცებაში დიდი როლი შეასრულა კონფუცის მოძღვრებამაც: ის ქალისაგან მოითხოვდა “სამგვარ მორჩილებას”, რაც ნიშნავს, რომ ქალი ჯერ მამას, შემდეგ ქმარს, ხოლო ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ვაჟიშვილს უნდა დამორჩილებოდა. ამას ემატებოდა “4 დადებითი თვისების” მოთხოვნა: ქალი უნდა ყოფილიყო, ისევდაისევ, მორჩილი, ლამაზი, სიტყვაძუნწი და ოჯახის ერთგული. თავისუფლების ყველაზე მკაცრმა შეზღუდვებმა, მათ შორის ფეხების თოკით შეკვრამ, რათა ქალს შინიდან შორს წასვლა ვერ გაებედა, ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში, დაახლოებით, 900 წელი გასტანა, ვიდრე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩასახული ქალთა მოძრაობის მოთხოვნებს მე 19 საუკუნის ბოლოს ჩინეთშიც აიტაცებდნენ.
მას მერე მართლაც ბევრი რამ შეიცვალა: ე.წ. კლასობრივ ბრძოლაში გამარჯვების სურვილით შეპყრობილმა კომუნისტებმა ბრძოლაში მუშა და გლეხი ქალებიც ჩართეს, ხოლო გამარჯვების მოპოვების შემდეგ კანონად აქციეს სქესთა თანასწორუფლებიანობა. “მხარში ამოუდექით ერთმანეთს, ჩაებით მრეწველობასა და პოლიტიკაში, რათა ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესდესო”, ასე მიმართავდა მაო ძედუნი ქალებს 1949 წელს. მისივე სიტყვებით, “ნახევარი ზეცა ქალებს ეყრდნობა.”
და მაინც, ამ, თითქოსდა, დიდი მნიშვნელობის მიუხედავად ქალებს ჩინეთის პოლიტიკურ სარბიელზე დღემდე სრულიად უმნიშვნელო როლი ენიჭებათ, ისევე როგორც აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის სხვა ქვეყნებში, სადაც ქალები პოლიტიკური ლიდერის პოზიციას ოჯახის წევრი მამაკაცების დახმარებით, ან მათი ავტორიტეტის წყალობით თუ აღწევენ. მაგალითებად გამოდგებიან ინდონეზიის პრეზიდენტი მეგავათი სუკარნოპუტრი, ან ფილიპინების პრეზიდენტი გლორია მაკაპაგალ აროიო – ყოფილი პრეზიდენტების ქალიშვილები.
ვუ ი კი წარმატებას მხოლოდ საკუთარ ნიჭსა და მონდომებას უმადლის. ის მრავალი წელი მუშაობდა ნავთობმრეწველობის სფეროში, ვიდრე 1988 წელს პოლიტიკურ სარბიელზე გააქტიურდებოდა. როგორც გერმანიის ქალაქ კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორმა, თომას შარპინგმა გვითხრა: [თომას შარპინგის ხმა] “ეს ის პერიოდია, როცა ვუ ი პეკინის მერის მოადგილედ მუშაობდა. მოგვიანებით ის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტრი გახდა. მის სახელს უკავშირდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ჩინეთის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების კოორდინაცია. ხოლო 1998 წლიდან ვუ ი ჩინეთის მთავრობის ის წევრია, რომელსაც მეტად რთული სფეროს – სახელმწიფო საწარმოების, მათ შორის გაკოტრებული საწარმოების რეფორმის ხელმძღვანელობა ევალება. ეს არის ჩინეთის ეკონომიკისათვის საკვანძო მნიშვნელობის სფეროები. და ვუ ის კომპეტენტურობა ორივე სფეროში დიდი შთაბეჭდილებას ახდენს როგორც ჩინელ, ისე უცხოელ კოლეგებზე.”
ვუ ის, ანუ, როგორც მას უწოდებენ “ჩინელი ლედის” სახელს უკავშირდება აგრეთვე რუსეთთან ვაჭრობის სფეროში 5 ხელშეკრულების გაფორმება, უცხოური ინვესტიციების მიზიდვა, ჩინეთის რეგიონების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ბოლო წლებში საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მრჩევლად მოღვაწეობისას ის კარგად იყენებს თავისი პოზიციის დასაბუთებისა და დაცვის საუცხოო უნარს. ვუ ი უცხოეთის დელეგაციებთან მოლაპარაკების ოსტატად, საინტერესო, გონებამახვილ თანამოსაუბრედ არის აღიარებული. ასე რომ, რა გასაკვირია, შეერთებულ შტატებში გამომავალმა ეკონომიკური პროფილის ავტორიტეტიანმა ჟურნალმა “FORTUNE” ვუ იც შეიყვანა სიაში, რომელშიც 2002 წლის გლობალური ეკონომიკის ყველაზე გავლენიანი 20 მოღვაწე მოხვდა – სხვათა შორის, ვუ ი სიაში შეყვანილი ერთადერთი ჩინელია!
“ვუ ის ნიჭი სრულად გამოჩნდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ჩინეთის გაწევრიანების შემდეგო”, წერს ჟურნალი “FORTUNE” და განაგრძობს : “ვუ ი, რომელსაც ნავთობმრეწველობის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, ამჟამად საგარეო ვაჭრობის სფეროს ხელმძღვანელობს. მისივე პასუხისმგებლობის სფეროში შედის ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და საერთაშორისო ბაზართან კავშირის საკითხები. ყველა ამ საკითხის დეტალურად შესწავლამ და იშვიათმა ენერგიულობამ ვუ ის ჩინეთში “ნიჭითა და უნარით გამორჩეული ქალის” იმიჯი დაუმკვიდრა”.
64 წლის რკინის ლედის რომ მართლაც გამორჩეული პატივისცემით ეკიდებიან, არა მარტო იმით დასტურდება, რომ ის პოლიტბიუროს – ან, თუ კომპარტიის ოპონენტთა სიტყვებს მოვიშველიებთ “მოხუც მამაკაცთა კლუბის” - წევრად აირჩიეს: ვუ ი ცენტრალური კომიტეტის ერთადერთი წევრია, რომელსაც ჩინეთის კომპარტიის მე-16 ყრილობის ყველა წევრი მიემხრო!
ასეთი მხარდაჭერა ცეკას ახალ მდივანს, ჰუ ძინტაოსაც კი არ მიუღია.