Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს განაცხადა, რომ ნატომ მეტი უნდა გააკეთოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისათვის.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს განაცხადა, რომ ნატომ მეტი უნდა გააკეთოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისათვის.
პრაღაში, ნატოს სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ბუშმა თქვა, რომ აუცილებელია ალიანსის სტრუქტურა მოერგოს ახალ მოთხოვნებს. [ბუშის ხმა] "ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ მომავალში ნატოს როლის შესანარჩუნებლად მისი სამხედრო შესაძლებლობები უნდა შეიცვალოს ჩვენს წინაშე მდგომ საფრთხესთან გასამკლავებლად. ნატო უნდა შეიცვალოს და იგი იმ ორგანიზაციიდან, რომელიც შეიქმნა ვარშავის ხელშეკრულების მხრიდან საფრთხის მოსაგერიებლად, უნდა იქცეს ორგანიზაციად, რომელიც გლობალური ტერორიზმის საფრთხეს გაუმკლავდება." ეს განცხადება ბუშმა გააკეთა ჩეხეთის პრეზიდენტთან, ვაცლავ ჰაველთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG