საქართველომ რუსეთის წინაშე გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები შეიძინა. ახლა საქართველოს ხელისუფლება ერთგვარ კონტრიერიშზეც გადავიდა და მოსკოვისგან წლების წინ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს. ყველაზე მთავარი ამ ვალდებულებებში აფხაზეთის კონფლიქტში რუსეთის საშუამავლო მისიაა.
პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ რახან ევროპაში და, საერთოდ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ამჟამინდელ საზღვრებში კონფლიქტები აღარ არის, მიზანი სწრაფი რეაგირების ძალებისა, რომელთა შექმნა ნატოს პრაღის სამიტზე გადაწყდა, იმ რეგიონებში არსებული დაძაბულობის კერების ნეიტრალიზება გახდება, რომლებიც ახლა ნატოს ინტერესთა სფეროდ გამოცხადდა. როგორც ჩანს, სწორედ ეს გარემოება აძლევს საშუალებას საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს აფხაზეთის საკითხის გამო თამამად გააკრიტიკოს რუსეთი. 25 ნოემბერს თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში შევარდნაძემ აღნიშნა:
[შევარდნაძის ხმა] „რუსეთმა თავად დაუჭირა მხარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის იმ რეზოლუციებს, რომლებიც ამ პრობლემის მშვიდობიანად და სამართლიანად გადაწყვეტას ისახავდნენ მიზნად. მით უმეტეს, გაუგებარია ის სეპარატული კონტაქტები, რაც რუსეთის სხვადასხვა რეგიონებისა და უწყებების მეშვეობით ხორციელდება აფხაზეთთან, საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით.“
ცხადია, ქართული მხარე კვლავაც მზად არის აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში რუსეთთან ითანამშრომლოს, თუმცა არა ისე, როგორც ეს აქამდე იყო. მოსკოვს ბოლო შანსი ეძლევა აფხაზეთის საკითხის იმ ფორმატით გადაწყვეტას შეუწყოს ხელი, რომელიც გაეროს მიერაა შემუშავებული. ეს თავად რუსეთის ინტერესებშიც შედის, რადგან კრემლს კონფლიქტის მოწესრიგების იმდაგვარი მექანიზმების შემუშავება შეუძლია, რომელთა მეშვეობითაც აფხაზეთის მიმართ მისი ცხოველი ინტერესების ნაწილი მაინც დაკმაყოფილდება. ამის წინააღმდეგი არც თბილისია, მისთვის მხოლოდ რუსეთის ყველა სურვილზე დათანხმება, აფხაზეთის საქართველოდან ჩამოშორებაა მიუღებელი.
2004-2006 წლისთვის კი, საქართველოს ნატოსთან უფრო მჭიდროდ დაახლოებისა და ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის შემდეგ, აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში მოსკოვი თავის როლს დაკარგავს.
აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლების ლიდერის თამაზ ნადარეიშვილის განცხადებით, ასეთი პერსპექტივა აფხაზ სეპარატისტთა პოზიციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
[ნადარეიშვილის ხმა] „აფხაზეთში არის ძალიან დიდი შეშფოთება, რადგანაც ისინი საბოლოოდ აყალიბებენ აზრს, რომ რუსეთმა ისინი გაწირა და ისინი შეეწირებიან, აი, ამ მსოფლიო გადანაწილების პროცესს. ამიტომ დიდი ნაწილი უკვე ფიქრობს იქ, აფხაზეთში, განსაკუთრებით ნატოს სამიტის შემდეგ, სერიოზული გზების ძიებაზე საქართველოსთან.“
თუ აფხაზი სეპარატისტები ანგარიშს არ გაუწევენ მსოფლიო პოლიტიკაში შექმნილ რეალობას, საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა მათზე ზეწოლისათვის ნატოს მექანიზმები აამოქმედოს. ჯერჯერობით სწრაფი რეაგირების ძალების კონცეფციაში არაფერია ნათქვამი ისეთ ლოკალურ კონფლიქტებზე, როგორიც აფხაზეთისაა, თუმცა არ არის გამორიცხული, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განვითარების პროცესში სწრაფი რეაგირების ძალების ამოცანები შეიცვალოს.
თამაზ ნადარეიშვილი იხსენებს 1999 წლის ნატოს სამიტს, რომელზეც მან აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში ალიანსის დახმარება ითხოვა, რაზეც ისეთი უარი მიიღო, რომ ვერაფრით წარმოიდგენდა, თუ 3 წლის მანძილზე ნატოს პრიორიტეტები კარდინალურად შეიცვლებოდა და კავკასია მისი ინტერესების სფეროდ გამოცხადდებოდა.