თუ რამდენად უსაფრთხო იქნება საუკუნის პროექტად შეფასებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომელიც ბაკურიანზე გაივლის, ჯერ არ არსებობს. 29 ნოემბრის გაზეთ “ახალი ეპოქის” თქმით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დაწყების საქმე დამოკიდებულია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ნინო ჩხობაძის ხელმოწერაზე – რა უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის: საუკუნის პროექტი და ნავთობი თუ ბორჯომის ხეობის ეკოლოგიური უსაფრთხოება. გაზეთი წერს:
“ამ დღეებში თბილისში ჩამოსულმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა კასპიის ენერგორესურსების საკითხებში სტივენ მანმა ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: საქართველოს ხელისუფლებამ დამარწმუნა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებას წინ არაფერი დაუდგებაო. სტივენ მანმა ისიც განმარტა, “საუკუნის პროექტისთვის” აირჩიეს ზუსტად ასეთი მარშრუტი – ბორჯომის გავლით. ამერიკელი ჩინოვნიკის განცხადებით, ეს მარშრუტი ნავთობსადენს უფრო რაციონალურს გახდის და მარშრუტის ცვლილება მაშინ, როცა 2003 წლის იანვარში უკვე მილების დამონტაჟებაა დაგეგმილი, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, არამედ ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობასაც. სტივენ მანს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი გია ჭანტურიაც ეთანხმება. როგორც ის აცხადებს, სტივენ მანთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო იმის გარანტიები, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უზრუნველსაყოფად მიღებული იქნება უპრეცედენტო ზომები. ჭანტურია იმასაც ამატებს, რომ ასეთი მასშტაბით გარემოზე ზემოქმედების შეფასება არც ერთ პროექტს არ ჰქონია.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ეკოლოგიური უსაფრთხოების შესწავლაში ათობით ქართველი, ევროპელი და ამერიკელი ექსპერტია ჩართული. საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის აზრით, “მთავარია, პროექტმა არა მხოლოდ დღეს, არამედ წლების შემდეგაც გაუძლოს კრიტიკას.” “ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ნავთობსადენი უსაფრთხო იყოს,” – აცხადებს ნინო ჩხობაძე, რომელიც, კულუარული ინფორმაციით, არ ეწინააღმდეგება “საუკუნის პროექტის” ბორჯომულ მარშრუტს და დათქმულ ვადაში, ანუ 30 ნოემბრისთვის, ხელს მოაწერს შესაბამის დასკვნას. როგორც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილია და ქართული მხარე არ დააბრკოლებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დაწყებას.”
მოვლენების განვითარების სხვა ვერსიას სთავაზობს მკითხველს 30 ნოემბრის გაზეთი “ ალია”, რომელიც წერს, რომ არსებობს ნავთობსადენის “გაუხმაურებელი” სქემა და რომ, სავარაუდოდ, “ბრიტიშ პეტროლიუმი” იძულებული იქნება, მას დაეთანხმოს. გაზეთის ცნობით, მარშრუტი ქართველმა ექსპერტებმა შეიმუშავეს და ბორჯომის ხეობას გვერდს უვლის. ახალი პროექტის დამუშავება, დაახლოებით, 20-30 მილიონი დოლარი დაჯდება. გაზეთი წერს:
“ბი-პი” ახალ მარშრუტს დღემდე აპროტესტებს, თუმცა, საეჭვოა, რაიმეს გახდეს. ქართველი ექსპერტები დათმობაზე არ მიდიან. საქმე ეროვნულ სიმდიდრეს - ბორჯომის უნიკალურ წყაროებს ეხება. პროექტის ავტორებს მათი უსაფრთხოების გარანტიები აშკარად გამორჩათ. ახლა შეცდომას ქართული და უცხოური მხარეები ერთმანეთს აბრალებენ.
უკვე აშკარაა, რომ ნავთობსადენი ახალქალაქზე აღარ გაივლის, მაგრამ როგორ უნდა მოიძებნოს ოქროს შუალედი, რომ ბორჯომიც გვქონდეს და ნავთობსადენიც? გუშინ გარემოს დაცვის სამინისტროში ექსპერტებისა და დაინტერესებული მხარეების მოლაპარაკება გვიანობამდე გაგრძელდა. აშკარა იყო, რომ “ბი-პი” ნავთობსადენის მშენებლობის უფლებას მიიღებს. გარემოს დაცვის მინისტრის ნინო ჩხობაძის განცხადებით, ნავთობსადენის მშენებლობაზე ნებართვას გავცემთ, მაგრამ მასში არ შევა ბორჯომის 17-კილომეტრიანი ზოლი. ექსპერტებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ეს მონაკვეთი ეკოლოგიურად უსაფრთხოა. ამისთვის სამთვიან ვადას მივცემთ.”
“ბი-პის” მიუვა ხუთი პირობა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში ბორჯომის მონაკვეთზე მშენებლობა არ დაიწყება. გუშინ ეს პირობები გასაიდუმლოებული იყო და დღეს საღამოსთვის გახდება ცნობილი. ამოსავალი წერტილი ეკოლოგიური უსაფრთხოებაა. “ალიას” სანდო წყარომ უთხრა, რომ “ბი-პი” ბორჯომის მონაკვეთის უსაფრთხეობას ვერანაირად ვერ დაამტკიცებს. ზონა მეწყერსაშიშია და მილსადენი ბორჯომის ხეობას საფრთხეს უქმნის. ამიტომ იგი იძულებული იქნება ქართველი ექსპერტების შეთავაზებულ ახალ მარშრუტს დაეთანხმოს.”
30 ნოემბრის “დილის გაზეთის” განცხადებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს ვერაფერი შეაჩერებს. გაზეთის აზრით, შექმნილი ვითარება პარადოქსულია: რამდენიმე წლის წინათ ამერიკასა და აზერბაიჯანს ვეხვეწებოდით, პროექტში საქართველოსთვისაც მოეძებნა ადგილი. ახლა კი მის განხორციელებას თავადვე ვუშლით ხელს. გაზეთის თქმით:
“შესაძლოა, საქმე სხვაგვარადაც იყოს, მაგრამ, ერთი შეხედვით, ნამდვილად ასე ჩანს. დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ პროექტთან დაკავშირებით თავისი დასკვნა უნდა გამოაქვეყნოს. მინისტრი ნინო ჩხობაძე თავშეკავებულია თავის შეფასებებში. როგორც მის განცხადებებში იგრძნობა, იგი პროექტის განხორციელებაში უფრო მეტ საფრთხეს ხედავს, ვიდრე ხმამაღლა ლაპარაკობს. აქ მეორე შემაფერხებელი ფაქტორიც არის – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკი, რომლის მშენებლობასაც, გერმანული მხარის დახმარებით, უშუალოდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კურირებს. როგორც ცნობილია, მილსადენმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის 7-კილომეტრიანი ზოლი უნდა გადაკვეთოს.
მინისა და მინერალური კომპანიის პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის პოზიცია უკვე ცნობილია. იგი სასტიკი წინააღმდეგია მილსადენის ბორჯომზე გატარების, რადგან მიაჩნია, რომ, დივერსიის შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება როგორც გარემოს, ისე მსოფლიოში ცნობილ ბორჯომის მინერალურ წყალს. მაგრამ ხომ შეიძლებოდა ეს საკითხი მაშინ დასმულიყო, როცა უშუალოდ მარშრუტის არჩევაზე იყო ლაპარაკი....
გუშინ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა უშუალოდ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის საკითხებს უნდა შეხებოდა, მაგრამ როგორც თავად წევრები აცხადებენ, ამის შესახებ სხდომაზე არაფერი თქმულა. როგორც ირკვევა, დილით ნინო ჩხობაძეს აცნობეს, რომ ნავთობსადენის პროექტი სხდომაზე არ განიხილებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სხდომამ ჩხობაძის გარეშე ჩაიარა.
არსებობს კიდევ ერთი ინფორმაცია. შესაძლოა, ჩხობაძემ გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწეროს ( ან დააწერინონ). რაც შეეხება თავად ნავთობსადენის პროექტს, ბუნებრივია, მას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება, რადგან მისი ჩაშლა საქართველოს მარგინალურ მდგომარებაში დარჩენას ნიშნავს არა მარტო ეკონომიკური ასპექტით, არამედ პოლიტიკურითაც და, თუ გნებავთ, სამხედრო თვალსაზრისითაც. “
გაზეთ “24 საათის” ცნობით, მარშრუტის შეცვლის საკითხს “ბი-პი” საერთოდ არ განიხილავს. ამ თემაზე საუბარი “ბი-პის” ვერც მოლაპარაკების მსვლელობისას კომპანიის ოფისის წინ გამართულმა მიტინგმა აიძულა. გვიან ღამით კი, “ღამის კურიერში” გამოსვლისას, ნინო ჩხობაძემ კატეგორიულად განაცხადა, რომ ნავთობსადენი ბორჯომის ხეობაზე ვერ გაივლის. გაზეთი წერს:
“გუშინ დილიდან “ბრიტიშ პეტროლიუმის” ოფისში საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი გია ჭანტურია და მინისა და მინერალური წყლების კომპანიის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე იყვნენ მიწვეულები. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ხაზარაძემ ბოლოს ასე დაუსვა “ბი-პი”-ს საკითხი: ან განიხილება მარშრუტის ბორჯომის მონაკვეთის ალტერნატივა ან “ბრიტიშ პეტროლიუმმა” მისი კომპანია უნდა დააზღვიოს წარმოების ლიკვიდაციაზე. პრაქტიკულად უშრეტი წყლის მზარდ ბიზნესზე უარის თქმა კი იმდენად ძვირად უნდა შეფასდეს, რომ მისი წარმოდგენაც ძნელია.
გვიან ღამით უკვე ცხადად იყო ჩამოყალიბებული დოკუმენტის მთავარი ნაწილი – “ბრიტიშ პეტროლიუმი” ვალდებულია, წარმოადგინოს ბორჯომის მარშრუტის ალტერნატიული გზები ან დაასაბუთოს მისი უალტერნატივობა. მეორე შემთხვევაში, მას პირობად დაუდებენ: მშენებლობის დაწყებამდე ყველა ახლომდებარე დასახლებული პუნქტის ალტერნატიული ბუნებრივი წყალმომარაგების სისტემით უზრუნველყოფას; ბორჯომის ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებული ყველა ბიზნეს-სტრუქტურის შესწავლას, გარანტიების განსამტკიცებლად პროცესში მათ ჩართვას და მათი ბიზნესის დაზღვევის უზრუნველყოფას.
ნიდერლანდების დამოუკიდებელი კომისიის ჯგუფის ხელმძღვანელის დიკ დიზეუს ინფორმაციით, ოთხშაბათ საღამოს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ ევროგაერთიანების ქვეყნების საქართველოში აკრედიტებული ელჩები და, სწორედ რეგიონალური უსაფრთხოების მოსაზრებებზე დაყრდნობით, მხარი დაუჭირეს ნავთობსადენის მარშრუტის სამხრეთით გადაწევას.