Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ უარყო გაეროს მოწოდება


ჩრდილოეთმა კორეამ უარყო გაეროს მოწოდება დაუშვას საერთაშორისო ექსპერტები თავის ბირთვულ ობიექტებზე.

ჩრდილოეთმა კორეამ უარყო გაეროს მოწოდება დაუშვას საერთაშორისო ექსპერტები თავის ბირთვულ ობიექტებზე.
ჩრდილოეთი კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაკ ნამსუნმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელობის სახელზე გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ ამ საკითხში პხენიანის პოზიცია არ შეცვლილა. ახლახან ჩრდილოეთი კორეის ხელისუფლებამ აღიარა, რომ განაგრძობს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას, რაც არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს. 1994 წლის შეთანხმების მიხედვით შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას ამარაგებდა საწვავითა და ტექნოლოგიით ე.წ. "მსუბუქ" წყალზე მომუშავე რეაქტორების ასაგებად. სანაცვლოდ პხენიანმა იკისრა ვალდებულება, რომ უარს იტყოდა ბირთვულ პროგრამაზე.

XS
SM
MD
LG