Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს განიარაღების ექსპერტებმა დღეს შეამოწმეს


გაეროს განიარაღების ექსპერტებმა დღეს შეამოწმეს ბირთვული ობიექტი ბაღდადის სამხრეთში და ქიმიური ქარხანა დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთში

გაეროს განიარაღების ექსპერტებმა დღეს შეამოწმეს ბირთვული ობიექტი ბაღდადის სამხრეთში და ქიმიური ქარხანა დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთში
იმის დასადგენად, აწარმოებს ან ინახავს თუ არა ერაყი მასობრივი განადგურების იარაღს. ორივე ობიექტი განადგურებულ იქნა რამდენიმე წლის წინათ, მაგრამ უკანაკნელ ხანებში თანამგზავრიდან გაკეთებული ფოტოები მიუთითებს ახალ მშენებლობაზე. დღევანდელი გამოკვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა მიზანს ისახავდა ახალი მშენებლობა. გუშინ გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ გაეროს ინსპექტორებთან ერაყის თანამშრომლობის დონე "კარგია". მაგრამ, მისი თქმით, ეს ინსპექციის პროცესის მხოლოდ დასაწყისია. შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი აცხადებენ, რომ ერაყს კვლავაც მოეპოვება ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი და მას არ შეუწყვეტია ბირთვული პროგრამა.
XS
SM
MD
LG