Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა ატომური ენერგიის პროგრამის


ჩრდილოეთი კორეა ატომური ენერგიის პროგრამის განახლებას აპირებს. ფხენიანის ეს ნაბიჯი, მისივე განმარტებით, მოჰყვა

ჩრდილოეთი კორეა ატომური ენერგიის პროგრამის განახლებას აპირებს. ფხენიანის ეს ნაბიჯი, მისივე განმარტებით, მოჰყვა
იაპონიის, სამხრეთი კორეისა და აშშ-ის გადაწყვეტილებას, შეაჩერონ ჩრდილოეთი კორეის ნავთობით მომარაგება. ფხენიანი ამბობს, რომ მას ახლა ესაჭიროება ატომური ენერგიის პროგრამების განახლება და განვითარება. სამ ქვეყანას ფხენიანის ნავთობით მომარაგება შეწყვეტილი აქვს მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთმა კორეამ აღიარა, რომ 1994 წელს დადებული შეთანხმების მიუხედავად, რომ არ იმუშავებდა ატომურ პროგრამებზე, მან ამ სფეროში მუშაობა გააგრძელა. ფხენიანის დღევანდელ განცხადებაზე გამოხმაურებისას, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იუნიჩირო კოიზუმიმ თქვა, რომ ახლა მთავარი ამოცანაა პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება. სამხრეთი კორეის მთავრობამ საგანგებო სხდომაზე შეკრების შემდეგ "ღრმა სინანული და შეშფოთება" გამოხატა, ხოლო თეთრი სახლის პრეს-მდივანმა არი ფლაიშერმა ფხენიანის გადაწყვეტილებას დასანანი უწოდა და ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, გააცნობიეროს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მისგან დანაპირების შესრულებას მოელის.
XS
SM
MD
LG