Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებისა და იტალიის


საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებისა და იტალიის “მილანისა” და მოთამაშემ კახაბერ კალაძემ იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო,

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებისა და იტალიის “მილანისა” და მოთამაშემ კახაბერ კალაძემ იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო,
რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები საკმარის ძალისხმევას არ იჩენენ მისი გატაცებული ძმის ძებნის საქმეში. ლევან კალაძე შარშან, 23 მაისს გაიტაცეს. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს ფეხბურთელის სიტყვები იმის შესახებ, რომ მან დამაიმედებელი ვერაფერი მოისმინა შინიგან საქმეთა მინისტრის, კობა ნარჩემაშვილისგან, რომელსაც ამ რამდენიმე დღის წინათ ტელეფონით ესაუბრა. "საქართველოში ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, ამიტომ ეს არ არის სახელმწიფო, აქ ისეთი განუკითხაობა და ქაოსი სუფევს, როგორსაც მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შეხვდებიო", უთხრა კალაძემ პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტს.
მისივე თქმით, იტალიის პრემიერ-მინისტრი და "მილანის" პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი მუდმივად ინტერესდება ლევან კალაძის ბედით.
ფეხბურთელმა დასძინა, რომ მამამისი კარლო კალაძე ლევანის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმეჯერ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძემ, მაგრამ ამ შეხვედრებს არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.
XS
SM
MD
LG