Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერმა ქარმა ესპანეთის სანაპიროდან განდევნა


ძლიერმა ქარმა ესპანეთის სანაპიროდან განდევნა ნავთობის უზარმაზარი ლაქა, რომელიც ამ ერთი თვის წინათ,

ძლიერმა ქარმა ესპანეთის სანაპიროდან განდევნა ნავთობის უზარმაზარი ლაქა, რომელიც ამ ერთი თვის წინათ,
ტანკერ "პრესტიჟის" ჩაძირვის შედეგად წარმოიქმნა. 800 კვადრატული კილომეტრის სიდიდის ნავთობის ლაქა ბისკაის სრუტიდან საფრანგეთის ატლანტიკური სანაპიროს მიმართულებით მოძრაობს. საფრანგეთის კუთვნილი, მცირე ზომის წყალქვეშა ნავი განაგრძობს სამი კილომეტრის სიღრმეზე ჩაძირული ტანკერის კორპუსში ნახვრეტების ამოვსებას. დღეისთვის 14 ხვრელიდან ამოვსებულია სამი.
XS
SM
MD
LG