თურქეთში დაიწყო გუშინ მომხდარი ავიაკატასტროფის 75 მსხვერპლის იდენტიფიკაციის პროცესი.
ხუთშაბათს ნაშუადღევს გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახებს გადასცეს 30 დაღუპულის გვამები. კატასტროფაში გადარჩენილი 5 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება. ოფიციალური ინფორმაციით, ავარიაში დაიღუპა 4 ბრიტანელი მოქალაქე, ხოლო თვითმფრინავში მყოფი ერთი ამერიკელი მოქალაქის მდგომარეობა ჯერ გაურკვეველია. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა გულმა ავარიის მიზეზად უამინდობა დაასახელა. დღეს კიდევ ერთი ავიაკატასტროფა მოხდა - ნისლის გამო ერთმანეთს შეეჯახა ორი სამხედრო თვითმფრინავი სამხრეთ თურქეთში საწრთნელი მანევრების განხორციელებისას. დაიღუპა თვითმფრინავებში მყოფი 4-ვე ადამიანი.