თუმცა სასამართლომ სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ამავე დროს, სასამართლო კოლეგიის წევრმა ლამარა ჩორგოლაშვილმა გამოთქვა განსაკუთრებული აზრი და არ დაეთანხმა კოლეგიის გადაწყვეტილებას სამ ნაწილში. პრინციპულ საკითხში – წინასწარი პატიმრობის 24 თვემდე დაშვებისას ის კოლეგათა თანამოაზრედ დარჩა. მინდა გესაუბროთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნეგატიურ ასპექტებზე.
ლამარა ჩორგოლაშვილს მიუღებლად მიაჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელიც პირს ავალდებულებს, მის მიერვე დანიშნული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნები გადასცეს გამოძიებას, თუნდაც ეს დასკვნა პირის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდეს. ნორმას მოსარჩლეები კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევდნენ, რადგან ძირითად კანონში წერია, რომ არავინ არის ვალდებული, მისცეს საკუთარი თავის საწინააღმდეგო ჩვენება. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა (ჩორგოლაშვილის გამოკლებით) მიიჩნიეს, რომ ერთია ჩვენება და მეორეა – მტკიცებულება, რომელსაც შეიძლება წარმოადგენდეს ექსპერტიზის შედეგი. ლამარა ჩორგოლაშვილი ამბობს, რომ არსებითი განსხვავება ამ შემთხვევაში არ არის და, კოდექსის ძალით, პირს აიძულებენ, სწორედ საკუთარი თავის წინააღმდეგ წავიდეს. მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს, რა ერქმევა ასეთ ნაბიჯს: ჩვენების მიცემა თუ მტკიცებულების გადაცემა.
მეორე, რასაც ასევე ეწინააღმდეგება ლამარა ჩორგოლაშვილი, დამცველთა რაოდენობის შეზღუდვაა. თუ კონსტიტუცია არავითარ შეზღუდვას არ აწესებს დაცვის განხორციელებისას, რატომ უნდა შეიზღუდოს დამცველთა რიცხვი სამი ადვოკატით. საკონსტიტუციო სასამართლომ კი ეს შეზღუდვა ძალაში დატოვა, ისევე როგორც იმ გადაწყვეტილებათა ნუსხა, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელია სასამრთლოში: მოსარჩლენი შესაბამის ნორმას ასაჩივრებდნენ, რადგან ის არ ითვალისწინებდა, მაგალითად, ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას. ამ საკითხზე მოსარჩლეთათვის სასურველი პოზიცია ისევ მხოლოდ ლამარა ჩორგოლაშვილს აღმოაჩნდა.
მოსამართლის ეს განსაკუთრებული აზრი შეიძლება გამოსადეგი აღმოჩნდეს, როცა გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარე მიზნის მისაღწევად პარლამენტს მიაშურებს. დეპუტატებთან მუშაობისას (თუმც, საეჭვოა, ეს ამ მოწვევის პარლამენტში მოხერხდეს) სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ საშუალება, აპელირება მოახდინონ მოსამართლის განსაკუთრებულ აზრზე, როგორც არგუმენტზე ცვლილებათა სასარგებლოდ.
მთავარი მოთხოვნა – მკაცრად განსაზღვრულიყო წინასწარი პატიმრობა 9 თვის ვადით და ის განსასჯელის სასამართლო პატიმრობის სახით არ გაგრძელებულიყო, მაქსიმუმ, 24 თვემდე, დაუკმაყოფილებელი დარჩა ყოველგვარი განსაკუთრებული აზრის გარეშე. უფლებადამცავმა გიგა ბოკერიამ ასე შეაფასა სასამართლოს პოზიცია და მოსარჩლეთა განწყობილება [ბოკერიას ხმა]: “ბოდიში ჟარგონის გამოყენებისთვის, “ბოლომდე ვერ გავქაჩეთ” ჰქვია ამას. სასამართლოს მხრიდან ისევ გამოსჭვიოდა პოლიტიზებული დამოკიდებულება საკითხებისადმი. ეს განსხვავებულ აზრში ჩანდა. მოსამართლეები, ასე ვთქვათ, ქვეყნის ბედზე ფიქრობენ, შოკში არ აგდებენ სისტემას და ა.შ. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა წინასწარი პატიმრობის ვადასთან დაკავშირებით. ეს ძალიან ხისტი საკითხია. თუ 9 თვის გადაჭარბებას სასამართლო ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევდა, ეს ნიშნავს, რომ სამართალდამცავ სამსახურებს ხვალიდანვე ახალ რეჟიმში მოუწევდათ ცხოვრება. ავტომატურად ეჭვქვეშ დგებოდა ადამიანების საკანში შეგდებისა და ამის შემდეგ მტკიცებულებათა მოპოვების, პატიმრობით ვაჭრობის მანკიერი პრაქტიკა. პოლიცია და გამოძიება პრესინგის რეჟიმში იწყებდა ფუნქციონირებას: მათ სწრაფად უნდა ემოქმედათ და მართლა ემუშავათ. ეს ამ ხალხმა (მოსამართლეებმა – დ.პ.) არ ქნა. სამწუხაროდ, მათ თავი შეიკავეს ყველაფერზე, რაც პირდაპირ ურტყამდა სისტემას იქ, სადაც უნდა დაერტყა კიდეც”.