გასული წლის ბოლოს პირველი მოსმენით მთავარი ეკონომიკური კანონის ჩავარდნის შემდეგ კანცელარია, ბუნებრივია, შემდგომ კრახს აღარ დაუშვებდა და, საბიუჯეტო ვაჭრობისთვის მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით, საბოლოოდ საწადელს მიაღწია. შედეგად, ბიუჯეტმა მეორე მოსმენით 132 ხმა, მესამე მოსმენით კი 128 ხმა მიიღო.
მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, სოციალური გადასახადების გარეშე, მილიარდ 239 მილიონ 160 ათასი, ხოლო ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 478 მილიონ 960 ათასი ლარით განისაზღვრა. აღმასრულებელ ხელისუფლებას ამ პროცესში სერიოზული პრობლემები აღარ შეხვედრია.
სხვათა შორის, ამ ეტაპზე აღარც ოპოზიციას გამოუდვია დიდად თავი და ისინი მხოლოდ "მსუბუქი ჩხვლეტებით" შემოიფარგლნენ. სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელსაც ხელისუფლება ამბიციურს და საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე სრულყოფილს უწოდებს, ხოლო ოპოზიცია მოქალაქეთა კავშირის წინასაარჩევნო დაფინანსების წყაროდ მიიჩნევს, ბევრის აზრით, აპრიორი განწირულია შეუსრულებლობისათვის.
მთავრობა აღიარებს, რომ ამ ამბიციური ბიუჯეტის შესრულება იოლი არ იქნება, მაგრამ ეკონომიკური სასწაულის და მინისტრების მონდომების იმედი აქვს და ოპტიმიზმს არ კარგავს. ოპოზიცია კი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ კიდევ უფრო ამბიციურ წინადადებებს აყენებდა და ბიუჯეტის შემოსავლის და ხარჯვითი ნაწილის ასეული მილიონი ლარით ზრდას მოითხოვდა, გასულ კვირაში მიღებულ კანონს უკვე მკვდრადშობილად მიიჩნევს.
ფინანსთა მინისტრის მიერ წარმოდგენილი და შემდგომ უკვე საკანონმდებლო ხელისუფლებაში დამტკიცებული დოკუმენტის მიმართ სხვადასხვა ინტერპრეტაცია არ ახალია ქართულ რეალობაში და აზრთა დისბალანსი სრულიად არაა გასაკვირი - მით უფრო, როდესაც 2003 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და ნებისმიერი ქმედება პოლიტიკურ პარნასზე სწორედ მომავალი ბატალიების ჭრილში განიხილება.
საინტერესოა, რომ წელს პარლამენტში შეტანილ ბიუჯეტის პროექტს პირველი მოსმენიდან მის საბოლოო მიღებამდე, ფაქტობრივად, არავითარი ცვლილება არ განუცდია. ცვლილება შეეხო მხოლოდ ტრანსფერტების ნაწილს. ტრანსფერტები, ტრადიციულად, მაჟორიტარების ლუსტრაციის ერთგვარი საშუალებაა და ბიუჯეტის ეს, ერთი შეხედვით, არცთუ ისე მსუყე მუხლი, მით უმეტეს საპარლამენტო არჩევნების წინ, ნამდვილ ლაკმუსის ქაღალდად იქცა. კულუარულ საბიუჯეტო ვაჭრობას წელს, შეიძლება ითქვას, ღია მარკეტის სახე მიეცა და ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტის რეგიონალურ სადეპუტატო კორპუსს შორის მიმოსვლამ ნაყოფი კიდეც გამოიღო. ამა თუ იმ რეგიონის ტრანსფერტების ზრდის მიხედვით დღეს უკვე ადვილია იმის გამოთვლა, თუ რა დაუჯდა კანცელარიას მთავარი ეკონომიკური კანონის დამტკიცება, რასაც ხელისუფლებისათვის ორმაგი მნიშვნელობა ჰქონდა - მთავრობამ, ერთი მხრივ, ქვეყანას უბიუჯეტოდ ცხოვრების პერსპექტივა ააცილა, მეორე მხრივ კი, ოპოზიციას შეახსენა ადმინისტრაციული რესურსის და საკუთარი პოტენციალის მნიშვნელობა.
დღეს ბევრი ფიქრობს, რომ რეგიონებზე გადანაწილებული მაჟორიტარების გადმოსაბირებლად გაღებული თანხები, რომლებიც სტიქიურ უბედურებათა შედეგების დაძლევის, ქარტეხილებთან და ნიაღვრებთან ბრძოლის კეთილშობილურ შალითაშია გახვეული, სწორედ ამ მაჟორიტარების მომავალ საარჩევნო კამპანიებშია ინვესტირებული. იმ რაიონების, უფრო სწორად, რაიონში არჩეული მაჟორიტარების მომავალი ბედი, რომელთაც "სტიქიურ უბედურებებთან" ბრძოლა არ შეეხოთ, ადვილი გასათვლელია.
ამასთან, ერთია დამტკიცებული და ქაღალდზე ჩამოწიკწიკებული ციფრები და მეორე - მისი შესრულება. ასე რომ, ხელისუფლებას საბიუჯეტო გარიგებების შემდეგაც არცთუ მცირე ბერკეტი აქვს რეგიონალების სამართავად.
თავად ბიუჯეტის შესრულება რომ მეტისმეტად რთული იქნება, ამას ადასტურებს იანვრის თვის მონაცემებიც, რომელიც არცთუ დამაიმედებელია. როგორც ჩანს, მთავრობა ან მეტისმეტად გაერთო კულუარულ გარიგებებში და გეგმის შესასრულებლად, უბრალოდ, დრო აღარ ეყო, ან საახალწლო ნაბახუსევი ჩვეულზე დიდხანს გაგრძელდა. ყოველ შემთხვევაში, თვის მიწურულს ფინანსთა სამინისტრო დიდი მონაგარით ვერ დაიკვეხნის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2-3 დღეში გადასახადების ფორსირებულად ამოღების მავნე პრაქტიკა ჯერ კიდევ ძალაშია, ვეჭვობთ, ფისკალურმა ორგანოებმა შეუძლებელი შეძლონ და დიდი ჩამორჩენა დაძლიონ.
როგორც ჩანს, ფისკალური სასწაულის თავად ხელისუფლებასაც აღარ სჯერა და მთავრობა ახალ წინადადებას აყენებს - ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, ყოველთვიური მაჩვენებლების ნაცვლად, ყოველკვარტალური გეგმის მიხედვით ჩააბაროს. ამ შემთხვევაში, ხელისუფლება ორი კურდღლის დაჭერას შეეცდება: ერთი ის, რომ მათ ყოველთვიურად არ მოუწევთ დასჯილი ბავშვივით აწურვა და, მეორე მხრივ, წინასწარ გადახდების და საბიუჯეტო ეკვილისბრისტიკის წყალობით, საშუალება მიეცემათ გეგმა დაფარონ.
დამოუკიდებელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბიუჯეტი უკიდურესად მძიმე შესასრულებელი იქნება, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში კოსმეტიკური კი არა, სერიოზული რეფორმა არ ჩატარდა და, ამასთან, საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები არ განხორციელდა. მთავრობა კი ორივე ამ მიმართულების ტრანსფორმაციას საეჭვოდ აჭიანურებს.
თუ იანვრის გეგმა ჩავარდა, საინტერესოა აღასრულებს თუ არა თავის ცნობილ მუქარას პრეზიდენტი, რომელიც მინისტრებს მთავრობის სხდომაზე "ტყავის გაძრობას" დაჰპირდა, ცუდი შედეგების შემთხვევაში. ეს ასეც რომ მოხდეს, ძნელი წარმოსადგენია რომელიმე მაღალჩინოსნის ან, სულაც, "მეისრის" ტყავმა რამე უშველოს ან ქვეყნის ეკონომიკას, ან სოციალურად დაუძლურებულ მოსახლეობას.
ამასთან, საკადრო როქირების ან სხვადასხვა სტრუქტურების "დაშლა-არმოშლის" პრაქტიკა უკვე მოძველდა და ის აღარ იძლევა იმგვარ პოპულისტურ ეფექტს, როგორსაც ოდესღაც იძლეოდა.
ბიუჯეტის გამო იქმნება კიდევ ერთი დელიკატური სიტუაცია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არის დაკავშირებული. გასული წლის ბოლოს ფონდის მისიას თავისი მკვეთრი დამოკიდებულება არ გამოუხატავს პარამეტრების მიმართ და ეს პროცესი მთლიანად ადგილობრივი ხელისუფლების იმედად დატოვა, თუმცა უკვე უახლოესი ვიზიტისას ის ქართულ საბიუჯეტო "კოქტეილს" აუცილებლად დააგემოვნებს. საინტერესოა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ემისრებს ხელისუფლების მიერ ნალოლიავები და ნავაჭრი პარამეტრები არ მოეწონათ?