Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში საომარ მოქმედებათა დაწყების შემთხვევაში


ერაყში საომარ მოქმედებათა დაწყების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო

ერაყში საომარ მოქმედებათა დაწყების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო
ტერორისტებს პანკისის ხეობაში თავშეფარების და შემოსვლის საშუალებას არ მისცემს. ამის შესახებ პრაიმ-ნიუსს, სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ალასანიამ განუცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ქმედებების აღკვეთა უშიშროების სამინისტროს პირდაპირი პრეროგატივაა და თუ პანკისში ვინმეა დარჩენილი, ვისაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან, მათი დადგენა, დაკავება და განეიტრალება უზრუნველყოფილი იქნება. თუმცა ალასანია იქვე დასძენს, რომ ამჟამად პანკისის ხეობაში ნამდვილად არ იმყოფებიან საერთაშორისო ტერორისტებთან კავშირში მყოფი პირები.
XS
SM
MD
LG