Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია ისევ მიიღეს ეუთოს საპარლამენტო


ბელორუსია ისევ მიიღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრად.

ბელორუსია ისევ მიიღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრად.
ის ასამბლეიდან გარიცხული იყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ ბელორუსიის წინა პარლამენტი დაითხოვა და ახალი დანიშნა. გერმანიის წარმომადგენელ, რიტა ზიუსმუტის განცხადებით, ეუთოს საგანგებო კომიტეტმა ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე გადაწყვიტა, დაუშვას ბელორუსიის მონაწილეობა საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, რათა ხელი შეუწყოს ბელორუსიაში დემოკრატიზაციის მომხრეთა ძალისხმევას. ხოლო ამერიკელ კონგრესმენ კრის სმიტის თქმით, გადაწყვეტილება ბელორუსიის მიღების შესახებ არ მიანიშნებს რაიმენაირ მხარდაჭერაზე პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას მიმართ, არამედ მიზნად ისახავს ლუკაშენკაზე ზეწოლას დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის აღიარების მისაღწევად. მიმდინარე თვეში ეუთოს მისიას ბელორუსიაში მუშაობის განახლების უფლება მიეცა.
XS
SM
MD
LG