თურქეთის სამხედრო ბაზებზე, რაც ერაყზე თავდასხმის შემთხვევაში მისი ძირითადი დასაყრდენი უნდა ყოფილიყო; თურქეთი კი ვეღარ მიიღებს შტატებისგან დაპირებულ 30 მილიარდიან დახმარებას, რაც ერაყში შესაძლო ომით გამოწვეული ეკონომიკური გავლენის შემსუბუქებისთვის იყო გათვალისწინებული.
და კიდევ ერთი - ჩრდილი მიადგა თურქეთის მმართველი პარტიის ერთიანობასაც, რაც ასევე ბუნდოვანს ხდის ქვეყნის შიდა პრობლემების ეფექტიანი მოგვარების პერსპექტივას.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა გიულმა შაბათსვე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება საშინაო პოლიტიკის სფეროს სცილდება და ქვეყნისთვის უფრო დიდ სირთულეებს წარმოშობს. გიულმა თქვა:
[გიულის ხმა]
"ჩვენ სერიოზული და მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ის, რაც ახლა დღის წესრიგში დგას, თურქეთის უსაფრთხოებასა და მომავალს შეეხება. ეს არ არის საშინაო პრობლემა. მე მიმაჩნია, რომ არასწორი და თურქეთისთვის წამგებიანი იქნება ამგვარი საკითხის საშინაო პრობლემად განხილვა".
გიულმა აღიარა ისიც, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება სრულიად დემოკრატიული იყო. ცნობისათვის, ხელისუფლების ინიციატივას დამტკიცებისთვის პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდებოდა. თავდაპირველად კენჭისყრის შედეგებმა დაბნეულობა გამოიწვია, რადგან დამსწრე დეპუტატთა უმრავლესობამ 264-მა 250-ის წინააღმდეგ მართლაც დაუჭირა მხარი შეერთებული შტატებისთვის სამხედრო ბაზების დათმობას, მაგრამ მოგვიანებით დაზუსტდა, რომ 19 დეპუტატმა თავი შეიკავა, 17 კი სხდომას არ ესწრებოდა, რამაც განაპირობა კიდეც კენჭისყრის უარყოფითი შედეგი.
ბოლო სამი კვირის მანძილზე ამერიკელი სამხედრო ინჟინრები თურქეთის ნავსადგურებისა და საჰაერო ბაზების განახლებაზე მუშაობდნენ, რომ ამერიკელ ჯარისკაცთა თურქეთში დისლოკაციისა და ერაყზე თავდასხმის შემთხვევაში ისინი სრულ მზადყოფნაში ყოფილიყო. შეერთებული შტატების რამდენიმე მძიმე ტექნიკით დატვირთული გემი ახლაც თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირეთის ერთ-ერთ პორტთან დგას და გადმოტვირთვის ნებართვას ელოდება. ვაშინგტონმა და ანკარამ ასევე კვირები დახარჯეს ურთიერთგაგების მემორანდუმზე მუშაობისთვის, რომელიც ამერიკის ჯარებს თურქეთში ყოფნის ტექნიკურ და შემდგომ კი ჩრდილოეთ ერაყში თანამშრომლობის საფუძველს შექმნიდა. თურქეთის მთავრობა ხომ იმედოვნებდა, რომ თავის ჯარებს ერაყის ჩრდილოეთში განალაგებდა.
ასეთ ფონზე, თურქეთის პარლამენტის მიერ მთავრობის ინიციატივის უარყოფა 62 ათასიანი ამერიკული ჯარის თურქეთის ბაზებზე განლაგების შესახებ, მოულოდნელი აღმოჩნდა ვაშინგტონისთვის, რომელსაც, როგორც სააგენტო "ფრანს პრესი" იტყობინებოდა, სამადლობელი წერილიც კი ჰქონდა გამზადებული თურქეთის ხელისუფლებისთვის.
თურქეთის პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ვაშინგტონი დუმს, ყოველ შემთხვევაში, სასაყვედურო წერილი ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა, გადაწყვეტილების მოულოდნელობაზე თურქეთში შეერთებული შტატების ელჩმა რობერტ პიერსონმა გულახდილად აღნიშნა, რომ ვაშინგტონი თურქეთისგან თანხმობას ელოდა.