Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მოსკოვი მიესალმება შეერთებული შტატების სენატის


"მოსკოვი მიესალმება შეერთებული შტატების სენატის მიერ სტრატეგიული საიერიშო პოტენციალის შემცირების შესახებ რუსეთ-ამერიკის შეთანხმების ერთსულოვან რატიფიკაციას", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა

"მოსკოვი მიესალმება შეერთებული შტატების სენატის მიერ სტრატეგიული საიერიშო პოტენციალის შემცირების შესახებ რუსეთ-ამერიკის შეთანხმების ერთსულოვან რატიფიკაციას", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა
სამინისტროს 7 მარტის განცხადებაში. შეერთებული შტატების სენატის გუშინდელი გადაწყვეტილებით ამ ქვეყნისა და რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ქობინების რაოდენობა ერთი მესამედით შემცირდება. შეთანხმებას ვლადიმირ პუტინმა და ჯორჯ ბუშმა მოსკოვში 2002 წლის 24 მაისს მოაწერეს ხელი. რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დმიტრი როგოზინმა 7 მარტს განაცხადა, რომ ვერ ხედავს დუმის მიერ ახლო მომავალში შეთანხმების რატიფიკაციის ხელისშემშლელ მიზეზს. თუმცა, ერაყში შეერთებული შტატების მიერ სამხედრო მოქმედების დაწყებამ შეიძლება კიდეც გაართულოს რატიფიკაციის პროცესი.
XS
SM
MD
LG