ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, თვითმფრინავის ეკიპაჟი ვალდებულია, ატიპიური პნევმონიის სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში, მგზავრის თაობაზე სპეციალურ სანიტარულ სამსახურს აცნობოს. ვინაიდან ვირუსის ლოკალიზაციის კერად მიჩნეული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან საქართველოში პირდაპირი რეისები არ ხორციელდება, სანიტარული სამსახურის ძირითადი ყურადღება ტრანზიტულ რეისებსა და ტრანზიტულ მგზავრებს ექცევათ. თბილისის აეროპორტში უცნობი მწვავე რესპირატორული დაავადების სიმპტომების მქონე მგზავრები არ დაფიქსირებულან.
გამკაცრებული სანიტარულ-საკარანტინო ზედამხედველობის რეჟიმზე თბილისის აეროპორტი ორი დღის წინ ჯანდაცვის სამინისტროს განკარგულებით გადავიდა.
[ნაილი ცუცქირიძის ხმა] "აეროპორტში და ყველა საზღვარზე გაფრთხილებულია საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ადგილობრივი სამსახურები. ისინი ხომ პასპორტებს ამოწმებენ და ამ ქვეყნებიდან, რომელი ქვეყნებიდანაც არის საეჭვო, ჩამოსულებზე უნდა აცნობონ ექიმს, რომ ჩატარდეს სანიტარულ-საკარანტინო დათვალიერება. ყველა თვითმფრინავს ხვდება ჩვენი ექიმი, ნახულობს, არის თუ არა ვინმე დაავადებული და ყველაზე მიცემულია რეკომენდაციები, რა უნდა გააკეთონ დაავადებულის გამოვლინების შემთხვევაში."[სტილი დაცულია]
როგორც სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსის მოადგილე ნაილი ცუცქირიძე განმარტავს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები გამართლებულია მხოლოდ ვირუსის გამწვავებული, აქტიური ფორმის შემთხვევაში. რაც შეეხება 2-7 დღიან საინკუბაციო პერიოდს, ინკუბაციურ პერიოდში მყოფი ავადმყოფის გამოვლენა შეუძლებელია და, ამდენად, უცნობი ვირუსის საქართველოში გავრცელების ალბათობა ყველაზე მკაცრი სანიტარული კონტროლის პირობებშიც კი არსებობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე შედარებით ოპტიმისტურადაა განწყობილი. მისი აზრით, იმისდა მიუხედავად, რომ უცნობი სასიკვდილო ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები ამერიკასა და ევროპაშიც აღინიშნა, საქართველოში მისი გავრცელების ალბათობა მაინც მცირეა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან ინტენსიური სამგზავრო მიმოსვლის არარსებობის გამო.
დღეისათვის დაავადების გამომწვევი მიკრობი უცნობია და მის გამოსავლენად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 11 ლაბორატორია მუშაობს. ვირუსის გავრცელების ტემპები კი თითქმის რეკორდულია: ჰონკონგში უცნობი ვირუსით გამოწვეული მწვავე პნევმონიით 24 საათის განმავლობაში 80 ადამიანი დაავადდა. მეცნიერების ვარაუდით, ვირუსის მსხვერპლთა რიცხვმა, შესაძლოა, ორჯერ გადაამეტოს ეგრეთ წოდებული ესპანური გრიპის მსხვერპლთა რიცხვს. 1918 წელს გრიპმა 20 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
[პაატა იმნაძის ხმა] "რეკომენდაციები ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, რომ არავითარი შეზღუდვები მგზავრობაზე. უბრალოდ, რეკომენდაციას აძლევენ მგზავრებს, რომ, თუ ნამეტანი აუცილებელი საქმე არ აქვთ სამხრეთ ჩინეთში ან ჰონკონგში, თავი შეიკავონ მგზავრობისაგან."[სტილი დაცულია]
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეორე რეკომენდაციით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში 1 თებერვლის შემდეგ ნამყოფმა ადამიანებმა, გრიპის ტიპიური სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. ძნელი სათქმელია, რამდენი, მაგრამ ამ კატეგორიის ადამიანებს შორის, უდავოდ, საქართველოს მოქალაქეებიც არიან.