Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა ჟენევის კონვენცია აქტუალური დღეს?


ერაყის ტელევიზიამ 23 მარტს აჩვენა კადრები, რომელზეც სამხრეთ ერაყში შეპყრობილი ამერიკელი ჯარისკაცები იყვნენ ასახული. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა

სამხედრო ტყვეების ტელევიზიით ჩვენება ჟენევის კონვენციის დარღვევად შეაფასა. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ ამერიკის ტელეარხებიც აჩვენებენ ერაყელი სამხედრო ტყვეები.
უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია მსოფლიო საზოგადოებრიობა ჟენევის კონვენციას იყებნებს როგორც საერთაშორისო სტანდარტს, რომლითაც მეომარი მხარეები განისჯებიან. რამდენად აქტუალურია ჟენევის კონვენციების ხსენება დღეს. და საერთოდ, რას შეეხება ის კონვენციები, რომლებიც სამხედრო ტყვეებთან მოპყრობას არეგულირებს.

ის ოთხი კონვენცია, რომელიც სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის წესებს განსაზღვრავს, 1949 წლის 12 აგვისტოს არის მიღებული. დღეს ჟენევის კონვენციებს მსოფლიოს 190 ქვეყანა აღიარებს.

რა კავშირშია ჟენევის კონვენციები იმასთან, რაც ერაყის ტელევიზიამ გადასცა 23 მარტს? როგორც "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი ბრეფნი ო რურკი ვარაუდობს, ეს ჟენევის მესამე კონვენციის მეცამეტე მუხლის დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს. ამ მუხლში ნათქვამია, რომ სამხედრო ტყვეები დაცული უნდა იყვნენ "შეურაცხყოფისა და საზოგადოების მხრიდან ცნობისმოყვარეობისგან".

ლონდონში არსებული ევროპის რეფორმათა ცენტრის ექსპერტი ადამ ტაუნსენდი ამბობს, რომ დღეს შეიძლება სწორედ ვივარაუდოთ(!) ჟენევის კონვენციებთან კონკრეტული ფაქტის შესაბამისობა, რადგან 1949 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა:

[თაუნსენდის ხმა]
"მაშინ, როცა ჟენევის ამ კონვენციის პროექტზე მუშაობდნენ, მისი ავტორები და პოლიტიკოსები ნაკლებად თუ ფიქრობდნენ ტელევიზიის ფაქტორზე. ასე რომ, ძნელი სათქმელია, რა მიმართულებით უნდა წავიდეთ - უნდა მივმართოთ ჟენევის კონვენციის თავისუფალ ინტერპრეტაციას, თუ - არა".

ადამიანის უფლებათა დამცველმა "ემნისტი ინტერნეიშენელმა" ერაყს სამხედრო ტყვეთა უფლებების, საინფორმაციო საშუალებებს კი კონფლიქტის ორივე მხარის მიერ აყვანილი ტყვეების ღირსების დაცვისკენ მოუწოდა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის აზრით, ის, რაც ერაყის ტელევიზიამ აჩვენა, ამყარებს სადამ ჰუსეინის ხელისუფლებიდან მოშორების არგუმენტს.

ერაყის ელჩი გაეროში მოჰამედ ალ-დური კი ირწმუნება, რომ ბაღდადი დაიცავს ჟენევის კონვენციებს:

[ალ დურის ხმა]
"ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და ჩვენ დავიცავთ ჟენევის კონვენციას, დავიცავთ ყველა სამხედრო ტყვეს უფლებას და მათ ჟენევის კონვენციის შესაბამისად მოვეპყრობით".

დასავლელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული როგორც დანებებული ასევე შეპყრობილი ერაყელი ჯარისკაცების ამსახველი კადრები აჩვენეს ამერიკულმა და ბრიტანულმა საინფორმაციო არხებმაც. ის, თუ რამდენად დაირღვა ამით ჟენევის კონვენცია, დამოკიდებულია ინტერესის ხარისხზე, რომელიც კონკრეტული ტყვეს მიმართ შეიძლება გაჩენილიყო საზოგადოების მხრიდან მათი ჩვენების შემდეგ.

ლონდონელი ექსპერტის ტაუნსენდის აზრით, ჟენევის კონვენციები ომის რამდენიმე ათასწლეულის ისტორიას ეფუძნება და ძალიან ცოტა თუ მოიძებნება, ვინც ჩათვლის, რომ ისინი ან უნდა გაუქმდეს, ან უნდა შეიცვალოს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG