ევროპარლამენტმა უარყო ერაყში ომთან დაკავშირებული ყველა ინიციატივა, მათ შორის რეზოლუცია, რომელიც ასახავს
ომისადმი მოსახლეობაში გავრცელებულ უარყოფით დამოკიდებულებას და რომელშიც დაგმობილია სამშვიდობო ძალისხმევის გაგრძელებაზე უარის თქმა. ასეთი რეზოლუციის ინიციატივით სოციალისტები, მწვანეები და ლიბერალები გამოვიდნენ. ასევე უარყოფილ იქნა მემარჯვენე-ცენტრისტული "ევროპის სახალხო პარტიის" რეზოლუცია კონფლიქტის პასუხისმგებლობის სადამ ჰუსეინისათვის დაკისრების შესახებ. ამ ინიციატივების უარყოფის მიზეზია განხეთქილება, რომელიც ერაყის თაობაზე ევროკავშირის ქვეყნებს შორის სუფევს და შეუძლებელს ხდის ერთობლივ საგარეო და უშიშროების პოლიტიკაზე შეთანხმებას. ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და დანია ერაყის წინააღმდეგ ომს ემხრობიან, მაშინ როცა საფრანგეთი, გერმანია და ბელგია სათავეში უდგანან ომის ოპოზიციას.