ჩრდილოეთმა კორეამ დაადანაშაულა აშშ, რომ ის კორეის ნახევარკუნძულზე ამძაფრებს ვითარებას ისე,
რომ ომი შეიძლება ატყდეს. ჩრდილოეთი კორეის არმიის გენერალური შტაბის მეთაურმა კიმ იონგ ჩუნმა თქვა, რომ პასუხისმგებლობა ვაშინგტონს ეკისრება, თუკი ორ ქვეყანას შორის პირდაპირი დიალოგი არ შედგა. მისივე თანახმად, თუკი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას აშშ ბოროტად გამოიყენებს მტრული პოლიტიკისათვის, ფხენიანი იძულებული იქნება გააძლიეროს თავდაცვა ომის თავიდან ასაცილებლად. უშიშროების საბჭო ხვალ აპირებს იმსჯელოს ჩრდილოეთი კორეის შესაძლებელ ბირთვულ პროგრამაზე.