Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული სამხედრო წყაროები ურთიერთსაწინაღამდეგო ცნობებს


ამერიკული სამხედრო წყაროები ურთიერთსაწინაღამდეგო ცნობებს ავრცელებენ ბაღდადში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი თავდასხმის შესახებ.

ამერიკული სამხედრო წყაროები ურთიერთსაწინაღამდეგო ცნობებს ავრცელებენ ბაღდადში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი თავდასხმის შესახებ.
მაიორ მატ ბეიკერის განცხადებით, რამდენიმე საზღვაო ქვეითის სიცოცხლე შეიწირა აფეთქებამ, რომელიც თვითმკვლელმა მოიერიშემ სასტუმრო "პალესტინის" მახლობლად, საკონტროლო-გამშვები პუნქტის წინ მოაწყო. ამ სასტუმროში იმყოფება უცხოელი ჟურნალისტების უმრავლესობა. ასევე ამერიკელი ოფიცრის, კაპიტან ჯო პლენცლერის თქმით კი, თავდასხმის შედეგად ოთხი საზღვაო ქვეითი დაშავდა. გასული დღის მანძილზე გრძელდებოდა ამერიკელი სამხედროებისა და ერაყელი ჯარისკაცების შეტაკებები ბაღდადის ზოგ უბანში, გრძელდებოდა აგრეთვე ძარცვა-გლეჯა ქალაქში. საღამო ხანს ძლიერმა აფეთქებმა შეარყია პრეზიდენტის სასახლის მიდამოები ბაღდადის ცენტრში. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ცნობით, დღეს შეიარაღებული ერაყელების ხელში იყო ჩრდილო-დასავლეთი ბაღდადის უდიდესი ნაწილი. ამერიკელ სამხედრო პრეს-მდივან გენერალ-მაიორ ვიქტორ რენუარტის სიტყვებით, კიდევ გრძელი გზაა გასავლელი ომის დამთავრებამდე. [რენუარტის ხმა] "მიუხედავად ეიფორიისა, რომელსაც ზოგ ადგილას, ზოგ ქალაქში ვხედავთ, ომის დამთავრებამდე გრძელი გზაა დარჩენილი. ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს წინაღამდეგობის კერები ბაღდადში და ადგილები მთელს ერაყში, რომლებიც სტაბილიზაციისაგან შორსაა". იუწყებიან ასევე, რომ კოალიციის საბრძოლო თვითმფრინავებმა დაბომბეს ერაყის რესპუბლიკური გვარდიის ელემენტები ქალაქების - მოსულისა და თიქრითის მახლობლად.
XS
SM
MD
LG