Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დაეცა ქალაქი თირქითი, უკანასკნელი


დღეს დაეცა ქალაქი თირქითი, უკანასკნელი ბასტიონი დამხობილი რეჟიმისა ჩრდილოეთ ერაყში...

დღეს დაეცა ქალაქი თირქითი, უკანასკნელი ბასტიონი დამხობილი რეჟიმისა ჩრდილოეთ ერაყში...
სადამ ჰუსეინის მშობლიური ქალაქის აღებისას ამერიკელ საზღვაო ფეხოსნებს სრულიად უმნიშვნელო წინააღმდეგობა გაუწიეს ერაყელებმა. "დღეს დილით, ამერიკელ საზღვაო ფეხოსანთა შენაერთი შევიდა თირქითში, დაიკავა იქ პრეზიდენტის სასახლე და დაიწყო რეჟიმის შემორჩენილ მომხრეთა ძებნა. ეს, განვლილი 24-საათის განმავლობაში მომხდარი ერთადერთი მნიშვნელოვანი საომარი მოქმედებაა"-
განაცხადა ამერიკის სარდლობის წარმომადგენელმა, გენერალმა ვინსენტ ბრუკსმა. ამასობაში, ბაღდადის ქუჩებში ერაყის პოლიციისა და ამერიკის ჯარის ერთობლივი პატრულირება დაიწყო. დღესვე ბაღდადში, რელიგიურმა მოღვაწეებმა და ოპოზიციის ლიდერებმა ქალაქში ელექტრო და წყალმომარაგების აღდგენასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. შეხვედრას ერაყის ოპოზიციური, ეროვნული კონგრესის წარმომადგენელი უძღვებოდა.
XS
SM
MD
LG