საქართველოს მხარის ინფორმაციით, სამომავლოდ, სწორედ ამ ნუსხის მიხედვით შემუშავდება კონცეფცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს არმიის შეიარაღებისა და ტექნიკის ნატოს საერთო სტანდარტებზე ეტაპობრივი გადასვლა. აღსანიშნავია, რომ ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, მიმდინარე კვირა საკმაოდ ინტენსიურია. 26 აპრილს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი დაიწყება.
სანამ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ნატოში გაწევრიანების მსურველთა რიცხვს შეუერთდებოდა, საქართველოში ფიქრობდნენ, რომ ალიანსისკენ მიმავალ გზაზე ქვეყანას, უწინარესად, დასავლეთის მოდელზე აგებული სამხედრო სტრუქტურა და ახლებურად მოაზროვნე ლიდერები ესაჭიროება. რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნები კვლავაც იმპერატიულია, თუმცა, ნატოს პრაღის ნოემბრის სამიტის შემდეგ, საქართველოს სამხედრო სისტემას ალიანსის სტანდარტების მიღწევა მრავალი მიმართულებით მოუხდება. მაგრამ სანამ ტოტალური თავსებადობის პროცესი დაიწყებოდეს, როგორც ირკვევა, ნატოს სტანდარტებზე გადასვლას ჯერ თავდაცვის სამინისტროს ის უწყება უნდა დაექვემდებაროს, რომელიც საქართველოს სამხედრო ძალებში ამ საზომებს ადგენს.
[გოგი თავაძის ხმა] "სტანდარტიზაციისა და მეტროლიგიის სამსახურის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი არმია. სტანდარტი - ეს არის კანონი, წესები ურთიერთქმედებისა. მე ვფიქრობ, ასეთი წესები თუ არ იქნა და ასეთი კანონი, ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება და ის ოცნება ოცნებად დაგვრჩება, რომ ჩვენ ნორმალური, რეალური, სხვა ქვეყნებთან ინტეგრირებული ჯარი გვყავდეს."
თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კვლევებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსის, პოლკოვნიკ გოგი თავაძის განცხადებით, ამ მუშაობას საქართველოში ახლა ეყრება საფუძველი. თანაც, პრობლემას სისტემური მიდგომა ესაჭიროება. ანუ თავდაპირველად საჭიროა შეიქმნას შესაბამისი პროგრამა, სადაც ნათლად იქნება განსაზღვრული მოქმედების გეგმა და პასუხისმგებელი ქვედანაყოფების უფლება-მოვალეობები, საფუძვლად კი აღებული იქნება გერმანიის ბუნდესვერის გამოცდილება. ნატოს სტანდარტიზაციის სააგენტოს წარმომადგენლის, ვიცე-პოლკოვნიკ გერჰარდ ჰოფენშტაინის თქმით, ამგვარი პროგრამის შესაქმნელად ჯგუფი ქართველ სპეციალისტებთან ერთად მომდევნო ორი თვის განმავლობაშიც იმუშავებს.
[ვიცე-პოლკოვნიკ გერჰარდ ჰოფენშტაინის ხმა] "ვინაიდან საქართველო ჩართულია ნატოს წევრებთან და პარტნიორებთან ერთად სამშვიდობო ოპერაციებში, ამიტომ ქართველ სამხედროებს ესაჭიროებათ იმ ტექნიკური და ოპერატიული სტანდარტების ცოდნა, რომლებსაც მისი მოკავშირეები იყენებენ. სხვათა შორის, გერმანიასაც სჭირდება ეს."
როგორც ვთქვით, ნატოს სტანდარტებზე გადასვლა საქართველოში მხოლოდ ემბრიონულ მდგომარეობაშია და ჯერჯერობით არც ერთიანი სტრატეგია არსებობს და არც ცალკე ბიუჯეტი მომავალი პროექტების განსახორციელებლად. სამაგიეროდ, არსებობს ენთუზიაზმი და იმის ურყევი რწმენა, რომ რაკი არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება ნატო, არამედ, პირიქით, ნატოსაც სჭირდება საქართველო, შემუშავების შემდეგ სტანდარტიზაციის პროგრამასაც გამოუჩნდებიან უცხოელი დონორები.