Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სამხედროები იუწყებიან ერაყში 10


ამერიკელი სამხედროები იუწყებიან ერაყში 10 მთავარი ძებნილიდან ერთ-ერთის შეპყრობის შესახებ.

ამერიკელი სამხედროები იუწყებიან ერაყში 10 მთავარი ძებნილიდან ერთ-ერთის შეპყრობის შესახებ.
ეს არის აზიზ საჯიჰ ალ-ნუმანი - რიგით მე-8 ამერიკელების მიერ ძებნილი 55 ადამიანისაგან შედგენილ სიაში. ცნობების თანახმად, ის ოთხშაბათს ბაღდადის მახლობლად დააკავეს. ალ- ნუმანი იყო ბაათის პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის მმართველი დასავლეთ ბაღდადში და, ამერიკელი ოფიციალური პირების შეფასებით, მიეკუთვნება სადამ ჰუსეინის რეჟიმის იმ ყოფილ წევრებს, რომლებიც, შესაძლოა ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულების ბრალდებით. ასევე ერაყიდან მოსული ინფორმაციით, ამერიკელმა ჯარსიკაცებმა მოკლეს სულ ცოტა 2 ადამიანი ცენტრალური ერაყის ქალაქ ფალუჯაში, სადაც მათ საგუშაგო ავტომანქანას წუხელ სროლა აუტეხეს. როგორც იუწყებიან, ამერიკელებიდან არავინ დაშავებულა. ამასობაში, პოლონეთმა გაავრცელა ცნობა, რომ დაიწყო განხილვა წინადადებებისა, რომლებითაც რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, მიიღოს მონაწილეობა ერაყში პოლონეთის ხელმძღვანელობით ჩასატარებელ სამშვიდობო მისიაში. სამშვიდობო ჯარების შემადგენლობაზე მოსალაპარაკებლად ხუთშაბათს ვაშარავაში შეიკრიბნენ 15 ქვეყნის, მათ შორის იტალიის, ესპანეთის, უკრაინის, დანიის წარმომადგენლები. პოლონეთი მზადაა, ერაყში გააგზავნოს 2 000-მდე სამხედრო მოსამსახურე და სხვა ქვეყნებს სულ 7 000-კაციანი ჯარის ჩამოყალიბებაში დახმარებას სთხოვს.
XS
SM
MD
LG