Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში, სირიის საზღვართან, ამერიკელი სამხედრო


ერაყში, სირიის საზღვართან, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს.

ერაყში, სირიის საზღვართან, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს.
ორი კაცი ავტომანქანით მიუახლოვდა საკონტროლო-გამოშვებ პუნქტს და იქ მყოფ ჯარისკაცებს უთხრა, მანქანაში ავადმყოფიაო. როცა ერთ-ერთი ჯარისკაცი მანქანას მიუახლოვდა, იგი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. საპასუხო ცეცხლით მოკლულ იქნა ერთ-ერთი თავდამსხმელი. მეორემ გაქცევა მოახერხა. მიმდინარეობს მისი ძიება. ქალაქ ელ-ფალუჯაში მეორე დღეა, გრძელდება თავდასხმები ამერიკელ ჯარისკაცებზე. მსხვერპლზე ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან.
XS
SM
MD
LG