პრაღის სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მაღალი რანგის ყოფილ კომუნისტ ფუნქციონერს, კარელ ჰოფმანს.
ეს სასჯელი უკავშირდება ჩეხეთის ოკუპაციას ვარშავის ხელშეკრულების წევრი ქვეყნების ჯარების მიერ 1968 წელს. მაშინ, ჰოფმანის განკარგულებით, შეწყდა ჩეხოსლოვაკიის რადიოს გადაცემები, რამაც ხელი შეუშალა მიმდინარე მოვლენების შესახებ მოსახლეობის დროულ ინფორმირებას. სასამართლომ ჰოფმანი დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.