Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომური ენერგიის სააგენტომ ირანი


გაეროს ატომური ენერგიის სააგენტომ ირანი გააკრიტიკა ატომური უსაფრთხოების სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო და ამ ქვეყანას მოუწოდა,

გაეროს ატომური ენერგიის სააგენტომ ირანი გააკრიტიკა ატომური უსაფრთხოების სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო და ამ ქვეყანას მოუწოდა,
დაყაბულდეს მის ბირთვულ ობიექტებზე უცხოელი ექსპერტების მიერ უფრო მკაცრი შემოწმების ჩატარებას. მაგრამ გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოში ირანის წარგზავნილმა აღნიშნა, რომ სააგენტოს მმართველთა საბჭოში არ არის კონსენსუსი იმის შესახებ, უპირობოდ უნდა დათანხმდეს თუ არა ირანი ბირთვული პროგრამების უფრო მკაცრ შემოწმებას. ირანს ნათქვამი აქვს, რომ უპირობოდ არ წავა ასეთ დათმობაზე. გაეროს სააგენტოს ხელმძღვანელ მოჰამედ ელბარადეის განცხადებით, მმართველთა საბჭო ირანისაგან მოელის, რომ სააგენტოს უფლებას მისცემს გააგრძელოს ბირთვული ობიექტების შემოწმება, რათა მსოფლიო დაარწმუნოს, რომ საიდუმლოდ არ მუშაობს ატომური იარაღის შექმნაზე. [ელბარადეის ხმა] "საბჭოს წევრებმა გაიზიარეს ჩემი შეშფოთება იმის გამო, რომ ირანს არ განუცხადებია გარკვეული საქმიანობის, მასალებისა და ობიექტების შესახებ. მათვე მხედველობაში მიიღეს ამჟამინდელი გამოსასწორებელი ზომები, რომელსაც ირანი ახორციელებს ჩვენი სააგენტოს დახმარებით. ეს ზომები რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს". რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იური ფედოტოვის თქმით კი, მოსკოვი კმაყოფილია იმის გამო, რომ გაეროს ატომურ სააგენტოს არ დაუგმია ირანი და არ მიუღია მკაცრი გადაწყვეტილება ამ საკითხზე. რუსეთი ირანში ატომურ ელექტროსადგურს აშენებს და ირწმუნება, რომ ამ ობიექტის ატომური იარაღისათვის გამოყენება შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG