ანუ 2001 წელს მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანის გაწევრიანებას ევროსაბჭოში, რადგან პრობლემა, რომელსაც ასე მწვავედ აყენებს ახლა ევროსაბჭო, მაშინაც აქტუალური იყო. პოლიტიკური პატიმრების არსებობა აზერბაიჯანში - ეს საკითხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხუთშაბათის სხდომაზე ემოციური დებატების საგანი გახდა.
პოლიტიკური პატიმრების ყოლა დაუშვებელია ზოგადად და განსაკუთრებით კი ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებისთვის. ორი წლის წინ, როცა ევროსაბჭოში სომხეთისა და აზერბაიჯანის გაწევრიანების საკითხი განიხილებოდა, საპარლამენტო ასამბლეაში მყოფმა ბევრმა დეპუტატმა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის გამო დაეჭვების მიუხედავად, მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის მიღებას. ამის თაობაზე ასამბლეის წევრმა დიდი ბრიტანეთიდან დევიდ ეტკინსონმა ხუთშაბათს განაცხადა კიდეც:
[ეტკინსონის ხმა]
"მე ვიყავი ერთ-ერთი ასამბლეის იმ წევრთა შორის, რომლებიც გაფრთხილებდნენ, რომ 2001 წლის იანვარში სომხეთთან ერთად აზერბაიჯანის გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღებით ჩვენ ძალიან დაბლა ვწევდით წევრობის სტანდარტებს. კენჭისყრისას მე არ წავედი აზერბაიჯანის გაწევრიანების წინააღმდეგ, რადგან მე დამარწმუნა ჩემმა კოლეგამ, რომელიც აზერბაიჯანზე მომხსენებელია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთად მიღება ევროსაბჭოში სამომავლოდ მთიანი ყარაბაღის შესახებ რეზოლუციას წაადგებოდა. სამწუხაროდ, არავითარი რეზოლუცია მთიან ყარაბაღზე არ მიგვიღია მიუხედავად იმისა, რომ იქ ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნება ხერხდება. მართალია, ეს დებატები არ არის მთიან ყარაბაღზე, აუცილებლად მიმაჩნია შევახსენოთ აზერბაიჯანს 15 ოქტომბერს მის ისტორიაში პირველად სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების სასიცოცხლო მნიშვნელობის შესახებ."
ეტკინსონმა მოიწონა ევროსაბჭოს მომხსენებლის წინადადება, რომელიც აზერბაიჯანის მთავრობისთვის პოლიტიკური პატიმრების საკითხის მოგვარებისთვის ბოლო ვადად 1 სექტემბრის დაწესებას ითვალისწინებს და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ასამბლეის ევროპის დემოკრატთა ჯგუფის წევრთა მოთმინების ფიალა აზერბაიჯანში არსებული ვითარების გამო იწურება. ასამბლეის მეორე ბრიტანელმა წევრმა - ტონი ლოიდმა კი განაცხადა, რომ პოლიტიკურ პატიმრებზე საუბრისას არ შეიძლება ქვეყნის ხელისუფლებას ევაჭრო რამდენი გაანთავისუფლა და რამდენი დარჩა გასანთავისუფლებელი, არამედ საკითხი უნდა დაისვას პრობლემის, როგორც ასეთი არსებობის გამო.
მიუხედავად თავისთავად საკითხის სიმწვავისა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე აზერბაიჯანის საკითხის განხილვისას თვალშისაცემი იყო ბრიტანელთა გაცხარება. მესამემ - მალკოლმ ბრუსმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი თანამემამულისგან განსხვავებით მან ორი წლის წინ არ დაუჭირა მხარი აზერბაიჯანის ევროსაბჭოში გაწევრიანებას, რადგან არ დაიჯერა იმათი, ვინც ირწმუნებოდა, რომ აზერბაიჯანი დემოკრატიისკენ ნაბიჯებს დგამდა. საინტერესოა, მსგავსივე არგუმენტით დაუჭირა თუ არა მხარი ბრუსმა რუსეთის გაწევრიანებას ევროსაბჭოში, მაგრამ ეს ცალკე თემაა. ხუთშაბათს კი აზერბაიჯანთან დაკავშირებით ბრიუსმა საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა:
[ბრუსის ხმა]
"ჩემი ევროსაბჭოში ყოფნის მანძილზე ეს არის ყველაზე სერიოზული დებატები, რომელშიც კი მონაწილეობა მიმიღია, რადგან დღეს მე მეჩვენება, რომ ჩვენი, როგორც ორგანიზაციის ღირსება და დამაჯერებლობა, სანდოობა გამოცდის წინაშე დგას. ეს არის 45 ქვეყნის გაერთიანება, რომლის მიზანიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის ხელშეწყობაა და თუკი ჩვენ დავუშვებთ ისეთი ქვეყნის წევრობას, რომელიც ღიად და განუწყვეტლივ არღვევს ჩვენს პრინციპებს და ჩვენ არაფერს ვაკეთებთ საპასუხოდ, ჩვენი განცხადება, რომ ვართ ორგანიზაცია, რომლითაც ვამაყობთ, ცარიელ სიტყვებადღა რჩება".
აზერბაიჯანელთა დასაცავად გამოვიდა თურქი დეპუტატი აბდულქადირ ატესი, რომელმაც განაცხადა, რომ როცა წევრი ქვეყანა რთული პრობლემის წინაშე დგას საჭიროა არა თითის გაშვერა, არამედ ხელი გაწვდენა.
რაც შეეხება თავად აზერბაიჯანის დელეგაციას, მის წევრთა რეაქცია ქვეყნის მიმართ კრიტიკაზე ძალიან მწვავე იყო და აღნიშნეს, რომ პოლიტიკური პატიმრების საკითხის მოგვარების ბოლო ვადად 1 სექტემბრის დაწესება არასერიოზულია და გადაწყვეტილების წინასწარ მიღებას გავს.
საბოლოოდ, აზერბაიჯანის შესახებ საპარლამენტო ასამბლეას გადაწყვეტილება არ მიუღია და პოლიტიკურ ი პატიმრების საკითხი შემდგომი შესწავლისთვის კომიტეტში დააბრუნა განსხვავებით გარკვეულწილად მსგავსივე საკითხისგან, რომელიც შეერთებული შტატების მიერ გუანტანამოსა და ავღანეთის ციხეებში 600-ზე მეტი პირის დაკავების უკანონობას შეეხებოდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც შეერთებული შტატების ქმედება უკანონოდ შეფასდა, რადგან გუანტანამოსა და ავღანეთის ციხეებში დაკავებულთა სტატუსი არ არის განსაზღვრული საერთაშორისო სამართლით.