Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადამ გადაწყვიტა, ირანიდან თავისი ელჩი


კანადამ გადაწყვიტა, ირანიდან თავისი ელჩი გაიხმოს - მას შემდეგ, რაც ირანის ხელისუფლებამ უგულებელყო ოტავის მოთხოვნა,

კანადამ გადაწყვიტა, ირანიდან თავისი ელჩი გაიხმოს - მას შემდეგ, რაც ირანის ხელისუფლებამ უგულებელყო ოტავის მოთხოვნა,
მისთვის გადაეცათ ირანული წარმოშობის კანადელი ფოტოჟურნალისტის, ზაჰრა კაზემის ნეშტი. ზაჰრა კაზემი დღეს მის მშობლიურ ქალაქ შირაზში დაკრძალეს. 54 წლის კაზემი თეირანის ციხეში გარდაიცვალა მიყენებული ტრავმებისგან. იგი 23 ივნისს დააპატიმრეს იმისთვის, რომ სურათებს უღებდა ადგილობრივ ციხეს. ჟურნალისტი ამზადებდა რეპორტაჟს ირანის ციხეებში პატიმართა წამების შესახებ. როგორც კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბილ გრემმა ტელეკომპანია სი-ბი-ესს განუცხადა, მისი ქვეყნის მთავრობა განიხილავს საკითხს ირანის მიმართ სანქციების შემოღების შესახებ. ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ ბრძანა, ჩატარებულ იქნეს კაზემის სიკვდილის გარემოებათა დამოუკიდებელი გამოძიება. გამოძიებას ხელმძღვანელობს პროკურორი, რომელმაც ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერი გასცა.
XS
SM
MD
LG