მუშაობა ანტიფაშისტური ნახატების სერიაზე, რომელსაც კომუნისტური კულტურის იდეოლოგებმა - "სოცრეალიზმი", ინტელექტუალებმა - "გოიას ოფორტების ინტერპრეტაცია" უწოდეს. მაგრამ, თანამედროვე გადასახედიდან, ქართველი მხატვრის ეს გრაფიკული სერია არ შემოიფარგლება ესთეტიკური თუ იდეოლოგიური ჩარჩოებით; მართალია, გუდიაშვილის ანტიფაშისტური სერია მეორე მსოფლიო ომის ეპოქამ შექმნა, ქართულ-საბჭოთა ხელოვნებაში ეს იყო პირველი მხატვრული ნაწარმოები (უფრო ზუსტად, "ნაწარმოებების სერია"), რომელშიც მხატვარმა ფაშიზმის არა პოლიტიკური, არამედ ეთიკური მხარე წარმოაჩინა.
1934 წელს ლადო გუდიაშვილმა, რომელსაც ჯერ მხოლოდ გადაკვრით მიუთითებდნენ, უარი ეთქვა "ფორმალისტურ ძიებებზე", ოფიციალურად განაცხადა, რომ აპირებს "სოციალისტურ რეალიზმში" მოსინჯოს თავისი ძალა. გუდიაშვილი შეუდგა მუშაობას სურათზე, სახელწოდებით "ფანატიზმის მსხვერპლნი", რომელშიც ავტორს, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, "უნდა წარმოეჩინა ცარიზმის წამქეზებლური ბუნება, ადამიანის არსებობა სამყაროში, რომლის პირველსაწყისი ბოროტება და ძალადობაა". ამ სურათის შინაარსის გათვალისწინებით, შეიძლება დღეს მოგვეჩვენოს, რომ ლადო გუდიაშვილი პოლიტიკური თვალსაზრისით არაკორექტულად მოიქცა... გუდიაშვილის ტილოს ხომ მეორე სათაურიც აქვს - "თურქულ-სომხური სისხლისღვრა" (იგულისხმება სომეხი ხალხის გენოციდი, რომელიც ოფიციალურად მსოფლიოს მაშინ კი არა, დღესაც არ უღიარებია). თუმცა ისტორიული თემა ლადო გუდიაშვილისთვის ყოველთვის და აქაც მხოლოდ საბაბი იყო წარმოეჩინა ამა თუ იმ მოვლენის მიმართ თავისი, როგორც პიროვნების და როგორც მხატვრის, პოზიცია. ისტორიას იგი ყოველთვის მითად აქცევდა, ქმნიდა "კეთილ" და "ბოროტ" ზღაპრებს ისტორიის თემაზე... და მიუხედავად იმისა, რომ მხატვარმა წინასწარ "დაიფიცა", "სოციალისტურ რეალიზმში მინდა მოვსინჯო თავიო", ეს განცხადება მხოლოდ განცხადებად დარჩა: სურათში, რომელიც უაღრესად მოღუშულ, მოყავისფრო-მომწვანო ტონებშია დახატული, გუდიაშვილი ისევ დეფორმირებულ ფიგურებს ხატავს. მაგრამ ამჯერად მას ნამდვილად შეუძლია "გაამართლოს" ფორმა შინაარსით: "ფანატიზმის მსხვერპლნი" ხომ ძველი თბილისის ტრაგიკულ სურათს ასახავს - ვიწრო ქუჩაზე რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების მსხვერპლთა გვამების გროვაა გამოხატული, ცენტრში კი ქალია, რომელიც თავისი შვილის გადარჩენას ცდილობს.
ქალი გუდიაშვილის შემოქმედებაში ყოველთვის "მუზად" ითვლებოდა, მაგრამ ამ მხატვრის ხელწერის "ფემინიზაცია" სწორედ 30-იანი წლებიდან დაიწყო და დაგვირგვინდა 1940 წელს, როცა გუდიაშვილმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული, ყველაზე ფერადოვანი, მე ვიტყოდი, ყველაზე "არასოცრეალისტური" ტილო - "სერაფიტას გასეირნება" შექმნა. ქალთა სახეების სიჭარბე აბსოლუტურად ერითმებოდა გუდიაშვილის შესრულების მანერას - მის სანახაობრივ, თეატრალურ, ზოგჯერ კოკეტურ, მორთულ-მოკაზმულ ფერწერას. თუმცა ის ფაქტი, რომ 30-იანი წლებიდან გუდიაშვილი სწორედ ქალს უპირისპირებს ფანატიზმსა და ძალადობას, მაინც მრავლისმეტყველია. ეს ყველაფერი იქნებ იმიტომ ხდება, რომ სწორედ 30-იანი წლებიდან იწყება ჩვენში პატრიარქალური კულტურის აღორძინება, იმ კულტურისა, რომელმაც თანდათან განდევნა ხელოვნებიდან სანახაობრივი, თეატრალური, სტიქიური და, "სოციალისტური რეალიზმის" სახელით, ძალისა და ფორმალური წესრიგის დამკვიდრება დაიწყო.
ლადო გუდიაშვილს ყოველთვის უყვარდა იგავები და ზღაპრები, მოკლედ, "ეზოპეს ენა", რომელიც მას საბჭოთა კულტურის ამ ყველაზე მძიმე ეპოქაში, იმის თქმის საშუალებას მისცემდა, რასაც ადამიანები არათუ საჯაროდ, ხელოვნებაში, უკვე სამზარეულოშიც კი ვერ ეუბნებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ "ეზოპეს ენა", ფაქტობრივად, აიკრძალა, საქართველოს ისტორიაში კი, ფაქტობრივად, არ არსებობდა სიუჟეტი, რომელიც მასების შეუწყნარებლობას და, თუ გნებავთ, ქალის ჩაგვრას გამოხატავდა. ფილოსოფოს ირაკლი კაკაბაძის თქმით [ირაკლი კაკაბაძის ხმა]: "რა თქმა უნდა, ჯვაროსნული ომებისა და ეგზეკუციების ფონზე, საქართველო მაინც პერიფერიული ნაწილი იყო ამ სამყაროსი და, აქედან გამომდინარე, ჩვენთან არ იყო გავრცელებული, მაგალითად, ქალების კოცონზე "შეწვა", როგორც ეს დასავლეთში ხდებოდა".
მაგრამ გუდიაშვილი გრძნობდა, რომ ისტორია იქითკენ მიდის... რომ ადამიანებს კოცონზე არ წვავენ, მაგრამ ხვრეტენ და ასახლებენ, რომ კომუნისტური პატრიარქატი გენოციდის ახალ ფორმებს ამკვიდრებდა და, რაც მთავარია, გრძნობდა, რომ ფაშიზმიც და სტალინიზმიც ერთი და იმავე მედლის ორ მხარეს წარმოადგენდა. ამის გააზრება კი შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მაშინ, როცა ფაშიზმსაც და სტალინიზმსაც ჩამოშორდებოდა პოლიტიკურ-ისტორიული ნიღაბი და მხატვარი ორივე მოვლენის ეთიკურ მხარეს გააშიშვლებდა.
1942 წელს ლადო გუდიაშვილმა ნახატების ახალ სერიაზე დაიწყო მუშაობა. ამ სერიას მან "ანტიფაშისტური" უწოდა, თუმცა თავის სურათებში არც ჰიტლერის კარიკატურისთვის მიუმართავს და არც სვასტიკა დაუხატავს. სოცრეალიზმის ეპოქაში მან ისევ მეტაფორას მიმართა: გამოხატა ქალი, როგორც მშვენიერის სიმბოლო, და მახინჯი არსებები, ნახევრად ცხოველები, ნახევრად ადამიანები - უაღერსად დახვეწილი კონტურითა და რბილად მოდელირებული მოცულობებით. სურათებს სათაურიც მეტაფორული შეურჩია: "მაიმუნის მიზანი", "სილამაზის მესაფლავენი", "ომით გაუმაძღარი ყორანი", "ფარისევლის ღიმილი" და სხვა. სურათებში არც ერთი ქალი არაა ერთნაირი... აი, ფანტასტიკური ურჩხულების რაზმი, "დამსჯელი რაზმი" კი აბსოლუტურად ერთნაირია... ასეთი კონტრასტი აერთიანებს გუდიაშვილის არა იმდენად ანტიფაშისტურ, რამდენადაც ანტიტოტალიტარული სერიის სურათებს... "ერთნაირობა" მხატვრისთვის ბოროტებაა, რომელიც კლავს ადამიანურს, კლავს სიცოცხლის სიყვარულსა და თავისუფლების ნებას, კლავს შემოქმედებას. "სილამაზის მესაფლავენი" - ეს უსახო, ერთნაირი ურჩხულები - გულისყურით და დიდი ცნობისმოყვარეობით ათვალიერებენ მოკლული ქალის შიშველ სხეულს. "მოძალადეში" უზარმაზარი მაიმუნი ცდილობს დაეუფლოს შიშველ გოგონას, ისე, როგორც კონგ-კონგი 30-იანი წლების დასაწყისის სახელგანთქმულ ამერიკულ ფილმში, რომელიც, სხვათა შორის, ფაშიზმის წინასწარმეტყველებად ითვლება. გუდიაშვილის ამ სერიაში ბნელი ძალები იპყრობენ სილამაზეს, ამახინჯებენ სიცოცხლეს. ერთ-ერთ სურათში ასეთი მსხვერპლის (ისევ ქალის) უკან გუდიაშვილი უზარმაზარ მზეს ხატავს... მზეს, ადამიანის სახით. მზე განცვიფრებული უყურებს ყველაფერს, რაც ხდება დედამიწაზე. რა თქმა უნდა, ეს მზეც ქალია, "მზექალი"... რადგან გუდიაშვილის რწმენით, მეოცე საუკუნის პატრიარქატი არა მარტო მზეს აქრობს, არა მარტო სინათლესა და შემოქმედებას ებრძვის, არამედ კლავს ყველაფერს, რაც ბუნებრივს, მიწიერს, ქალურს უკავშირდება.
ნუ შევეცდებით ახლა მეოცე საუკუნის ტოტალიტარიზმის ახსნას ფსიქოანალიტიკური მეთოდებით, ნუღარ გავიხსენებთ იმას, რომ სტალინსაც და ჰიტლერსაც პრობლემები ჰქონდათ ქალებთან (და, შესაძლოა, დედებთანაც). საინტერესო სხვა რამეა: რატომ ჟღერს დღეს გუდიაშვილის ანტიფაშისტური სერია აქტუალურად, შესაძლოა, უფრო აქტუალურადაც, ვიდრე 60 წლის წინ, როცა ხალხი, მართლაც, მხოლოდ ომის დამთავრებაზე ოცნებობდა, როცა ხალხს დროებით გადაავიწყდა 37 წელი, ციმბირის ბანაკები... ფილოსოფოს ირაკლი კაკაბაძის თქმით:
[ირაკლი კაკაბაძის ხმა] "არ მინდა ისე გამიგოთ, თითქოს მე მთლიანად ვუარყოფდე, რომ ასეთი, მამა ბასილის მსგავსი, ხალხი არ იყო ქართულ ისტორიაში. რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ მათი გავლენა, რომელიც დღეს შემაძრწუნებელია, არ არის ქართული ქრისტიანობიდან ამოღებული, არამედ გარედანაა მოტანილი და შედეგია ექსტრემისტული ფუნდამენტალიზმისა, რომელიც, დიდი შანსია, ფინანსდებოდეს სხვადასხვა გარე გავლენების მხრიდან."
საქართველოში დღეს არაკორექტულადაა მიჩნეული საუბარი ფანატიზმზე, ძალადობის ვნებაზე, ქსენოფობიაზე, როგორც ადამიანის (თუ გნებავთ, გარკვეული ტიპის ადამიანის) ბუნების ერთ-ერთ მხარეზე. ფანატიზმსა და ქსენოფობიას საზოგადოება, როგორც წესი, პოლიტიკურ ასპექტში განიხილავს და თან ყოველთვის დასძენს, ასეთი რამ ქართულ კულტურას არასდროს ახასიათებდაო. მაგრამ გადავხედოთ დღეს ლადო გუდიაშვილის ანტიფაშისტურ სერიას... არ არის გამორიცხული, რომ ამ "პირველყოფილ მაიმუნებშიც" და ამ მზეთუნახავებშიც, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, ამ პერსონაჟებში ერთად, საკუთარი თავი თუ არა, საკუთარი სიზმრები, თუნდაც "ცუდი სიზმრები" ვიცნოთ... შესაძლებელია, გუდიაშვილის ფანტასტიკური სერია სწორედ ამ მიზნით შეიქმნა - თერაპიული მიზნით: "იმისათვის, რომ ბოროტება დაამარცხო, პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინო მოძალადე."