Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დადგა საქართველოს პრო-დასავლური პოლიტიკური კურსი კითხვის ნიშნის ქვეშ?


მას შემდეგ, რაც სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, ამერიკის მხარდაჭერილი გეგმა ჩაიშალა, პრო-დასავლური პოლიტიკური კურსისადმი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ერთგულება ბევრ შეკითხვას ბადებს საქართველოში.

კრიტიკოსების თქმით, შევარდნაძე მეტს ფიქრობს საკუთრი პოლიტიკური მომავლის უსაფრთხო გარანტიებზე, ვიდრე იმაზე, რომ ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას საქართველოში. თუმცა, მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს, საქართველოს პრეზიდენტი, "აშკარა დემაგოგიად" აფასებს. ამის შესახებ გაგაცნობთ საინტერნეტო გამოცემა "იურეიჟა ვიუში"13 აგვისტოს გამოქვეყნებულ გიორგი კანდელაკის მასალის შემოკლებულ ვარიანტს.

თბილისში სტუმრობის დროს, ივლისის დასაწყისში, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა, ყველა ძირითად პოლიტიკურ ძალასთან მიაღწია შეთანხმება იმ გეგმის გარშემო, რომელსაც ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში დარღვევათა შანსები უნდა შეემცირებინა.

პროექტი, რომელსაც შემდგო "ბეიკერის გეგმა" უწოდეს აგრეთვე ითვლაისწინებდა ახალი საარჩევნო კოდექსის შექმნას და უზრუნველყოფდა ოპოზიციური პარტიებისთვის მაღალ წარმომადგენლობას ყველა დონის საარჩევნო კომისიაში, რომელსაც პასუხი ეკისრება ხმების მეცემასა და მათი დათვლის პროცესზე.

მაგრამ ოპტიმიზმი, რომ ბეიკერის სქემა მოახერხებდა პოლიტიკური სიტუაციის ჩიხიდან გამოყვანას საქართევლოში, ნაადრევი აღმოჩნდა. ეს იმედები დაიმსხვრა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა, სადაც უმრავლესობა ძირითადად შევარდნაძის მომხრე პოლიტიკურ ძალებს უკავიათ, მხარი დაუჭირა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომლექტების ისეთ წესს, რომელიც ეწინააღმდეგება ბეიკერისეულ სქემას.

პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ოთხი ძირითადი ოპოზიციური პარტია - გაერთიანებული დემოკრატები, ლეიბორისტები, ახალი მემარჯვენეები და ნაციონალური მოძრაობა - ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში მხოლოდ ერთი წევრით იქნება წარმოდგენილი. პროშევარდნაძისტულ ბლოკს "ახალი საქართველოსთვის" კომისაიში 5 ადგილი ექნება, ხოლო ხელისუფლებასთან დაახლოებულ "საქართველოს აღორძინების პარტიას" და "მრეწველებს" შესაბამისად 3 და 2 ადგილი ერგოთ.

თანახმად ბეიკერის გეგემისა, რომელსაც შევარდანაძემ მეტად ორიგინალურად დაუჭირა მხარი, ოპოზიციურ პარტიებს კომისიის უმრავლესობა უნდა დაეკომპლექტებინათ. "გაერთიანებული დემოკრატების" წევრის გიგი წერთელის თქმით, "პარლამენტის მიერ მიღებული სქემა საფუძველშივე ეწინააღმდეგება ბეიკერისეულ გეგმას, რომელიც, საბოლოო ჯამში, არც ერთ მხარეს არ აძლევდა საფუძველს ეკონტროლებინა ვითარება, ანუ ჰქონოდა ორი-მესამედი ადგილებისა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში."

როგორც ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლები და პოლიტიკის ექსპერტები მიიჩნევენ, სახელისუფლებო ძალების მიერ სააარჩევნო ადმინისტრაციის კონტროლი კი ძლიერ ზრდის დარღვევების ალბათობას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, ლაპარაკია ყალბი ბიულეტენების ჩაყრაზე საარჩევნო ურნებში, რაც ხშირად ხდებოდა წინა არჩევნების დროს.

მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს მისიის ხელმძღავნელი საქართველოში, როი რიუ, 8 აგვისტოს ესტუმრა საქართველოს პრეზიდენტს და სხვა უმაღლესი რანგის მოხელეებს, რათა დარწმუნებულიყო, ხელისუფლების ურყევ განზრახვაში, ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები.

საზოგადოების თვალში დაბალი რეიტინგის მქონე პთავრობის პირობებში, პარლამენტის დაკომლექტება ერთადერთი საშუალებაღა რჩება მმართველი ძალისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ასკვნიანი პოლოიტიკის ექსპერტები.

"როდესაც შევარდნაძე დადგა დილემის წინაშე, საქართველოს მომავალი, საქართველოს მშვიდობიანი განვითარება თუ საკუთარი მდგომარეობის სტაბიულრობა, მან სამწუხაროდ, მართლაც ძალიან სამწუხაროდ, საკუთარ პოზიციიის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი," განაცხადა ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ აგვისტოს დასაწყისში, ტელეკომპანია "რუსთავი 2" ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
თუმცა, ბლოკ "ახალი საქართველოსთვის", "აღორძინებისა" და "მრეწველთა" პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება არ ეწინააღმდეგება ბეიკერისეული გეგმის სულისკვვეთებას. მეტიც, ბლოკ "აღორძინების" წევრის ჯემალ გამახარია თქმით, "პარლამენტის მიერ მოწონებული პროექტი არის ბეიკერისეული პრინციპების გამარჯვება, გამარჯვება ჟვანია-სააკაშვილის მცდელობაზე, მეპოვებინათ უმრავლესობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში."

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს პარლამენტის ეს დადგენილება და მოგვიანებით მთავრობის გადაწყვეტილება, რითაც რუსეთის კომპანიას შესაძლებლობა მიეცა, დაამყაროს კონტროლი საქართველოს ენერგოსექტორზე, პოლიტიკურ ოპონენტებს ძალაუნებურად აფიქრებინებს, თითქოს შევარდნაძეს განზრახული ჰქონდეს ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაცია კვლავ მოსკოვისკენ მიმართოს. თუმცა, შევარდნაძემ უარყო, პროდასავლური კურსიდან გადახვევა: "ყველა ახალანდელი მტკიცება, თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა და სახელმწიფომ შეცვლა კურის და ორიენტაცია, ან უბრალოდ დემაგოგია ან უვიცობის დემონსტრირება", განაცხადა ყოველკვირეულ რადიო-ინტერვიში, 11 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა.

"იურეიჟა-ვიუში" გამოქვეყნებული წერილის ავტორის თქმით, ამ პირობებშიც კი პირობებშიც კი ზოგიერთი ოპოზიციონერი აქტივისტი მაინც შესაძლებლად თვლის სამართლიანი არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ერთნი მიიჩნევენ, რომ მთავრობისგან მართული ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაბალანსება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ხმის პარალელური დათვლის პროცესის ჩატარებით არის შესაძლებელი. ბოლოსდაბოლოს, არსებობს კიდევ ერთი აპრობირებული საშუალება - სახალხო პროტესტის ორგანიზება, რაც აიძულებს ხელისუფლებას ხელი აიღოს საარჩევნო ურნებში ყალბი ბიულეტენების ჩაყრის პრაქტიკაზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG