Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეათე სტუდია 500


ბიძინა რამიშვილი: ახლა კი "მეათე სტუდიის" დრო დადგა, რადიოჟურნალისა, რომელიც

აგერ უკვე თითქმის ათი წელია უცვლელად გადის ეთერში ყოველ პარასკევს და რომელსაც დღეს იუბილე აქვს. დღეს "მეათე სტდიის" ავტორები და მსმენელები ჩვენი რადიოჟურნალის მე-500 გამოშვების მონაწილენი ვარ. და რადგან იუბილარი არსებობის მთელი ხნის მანძილზე ემსახურებოდა დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური ფასეულობის, პრესის თავისუფლების დამკვიდრებას, ჩვენი დღევანდელი პროგრამაც ამ თემას მივუძღვენით. საქართველოში პრესისა და სიტყვის თავისუფლების პრობლემების გარშემო იმსჯელებენ ჩვენი სტუმრები, იურისტი დავით უსუფაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტის" თანამშრომელი ლევან რამიშვილი. გარდა ამისა ვნახავთ, რა დამოკიდებულება აქვთ პრესის მიმართ პოლიტიკოსებს, თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ რეგიონული პრესის სატკივარს. დაბოლოს, შევეცდებით გავარკვიოთ რადიო თავისუფლების როლი ქართულენოვან მასმედიაში.

[მუსიკა]

მაშ ასე, რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში მრგვალ მაგიდას უსხედან დავით უსუფაშვილი და ლევან რამიშვილი. მათ დავით პაიჭაძე მასპინძლობს.

იხ. აუდიოვერსია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG