Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეციაში გაიმართა რეფერენდუმი ამ ქვეყანაში


შვეციაში გაიმართა რეფერენდუმი ამ ქვეყანაში ევროპის კავშირის ერთიანი ვალუტის - ევროს შემოღების თაობაზე.

შვეციაში გაიმართა რეფერენდუმი ამ ქვეყანაში ევროპის კავშირის ერთიანი ვალუტის - ევროს შემოღების თაობაზე.
არაოფიციალური წინასწარი შედეგების თანახმად, მცირე უპირატესობით (52 პროცენტი 46-ის წინააღმდეგ) გაიმარჯვეს ევროს შემოღების მოწინააღმდეგეებმა. კენჭისყრის ოფიციალურ შედეგებს დღესვე, მოგვიანებით ელიან. სულ რამდენიმე დღის წინათ ევროს მოწინააღმდეგეთა რაოდენობა გაცილებით სჭარბობდა საერთო ევროპულ ვალუტაზე გადასვლის მოსურნეთა რიცხვს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს, სტოკჰოლმში, შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროს აქტიური მხარდამჭერი ანა ლინდი მოკლეს, ევროსადმი სიმპათიამ მკვეთრად იმატა. შვეციის პოლიცია ანა ლინდის მკვლელის ძებნას განაგრძობს. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ლინდის მკვლელობასა და რეფერენდუმს შორის კავშირზე საუბარი საფუძველს მოკლებულია.
XS
SM
MD
LG