ასეთია შედეგი რეფერენდუმისა, რომელიც კვირას მოეწყო ამ ქვეყანაში, რომელის ხალხის უმრავლესობამ არ ისურვა ქვეყნის ეგრეთ წოდებულ ევროზონაში გაერთიანება. რეფერენდუმის შედეგი ისიცაა, რომ შვეცია კიდევ ათ წელიწადს ვერ გაცვლის საკუთარ ფულს ევროზე. რას ნიშნავს ეს ევროპისთვის?
შვედებმა არ ისურვეს გამომშვიდობებოდნენ მათ კრონას და ისევე, როგორც სხვა 12 სხვა ქვეყანას, ევრო შემოეღოთ. საერთო ვალუტის მომხრეებს საზეიმო განწყობილება ჰქონდათ. [ხალხის ხმა ] ამ უარს უფრო მეტი მიზეზი უნდა ჰქონეს, ვიდრე მხოლოდ ეკნომიკური. ევრო ევროკავშირის ერთობ მძლავრი ბერკეტია ევროპის ინტეგრაციისთვის და შვედებს ამ უარს, ალბათ, თავიანთი სახელმწიფო სუვერენიტეტის შენარჩუნების ინსტინქტიც ათქმევინებს. შვეციის პრემიერ-მინისტრი გორან პერსონი იმედგაცრუებულ იყო, აღიარა რა, რომ ხალხი ვერ დარწმუნა ევროს სიკეთეში: [პერსონის ხმა] "ერთი რამ გახსოვდეთ, შვეცია ეკონომიკურად უფრო წარმატებულია, ვიდრე დანარჩენი ევროპა. რა თქმა უნდა, არ არის იოლი დაიყოლიო ხალხი ვალუტის შეცვლაზე ამ პირობებში, უთხრა, დაემშვიდობე შენს ვალუტას და აუბი მხარი ამ საქმეს, თანაც როცა ხედავ, რომ უფრო წარმატებული ხარ, ჩვენ ხომ უფრო წარმატებული ვართ". პერსონის სინანულს, კიდევ უფრო ამძაფრებს ის დანაკლისი, რომელიც პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის, ანა ლინდის დაკარგვით ნახა. ლინდი, რომელიც სტოკჰოლმში გასულ ოთხშაბათს საყიდლებზე გასული მოკლეს, პერსონთან ერთად ევროს შემოღებისთვის იბრძოდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ამ მკვლელობას ევროს კამპანიასთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ სანამ მკვლელს არ დაიჭერენ, მიზეზი გაურკვეველი დარჩება. მარცხი რეფერენდუმში პერსონის მთავრობის წარუმატებლობაა და, როგორც მიმოხილველები ამბობენ, მისი სისუსტის ნიშანიც. ისინი მთავრობის გაადგომასაც არ გამორიცხავენ. იმედგაცრუებულია შვეციის საქმიანი შრეც, ბიზნესმენები. ისინი ევროს მომხრე არიან, რადგან, როგორც მობილური ტელეფონების მწარმოებელი "ერიქსონის" ხელმძღვანელი მიკაელ ტრეშოვი ფიქრობს, შვეციაში სამომავლო ინვესტიციებს საფრთხე შეექმნა. ევროპის კომისიის თამვჯდომარემ, რომანო პროდიმ რეფერენდუმის შედეგი სინანულით მიიღო, მაგრამ იქვე გამოაცხადა, რომ შვეცია თვითონვე იქნება წაგებული. პროდის აზრით, შვეცია ეკონომიკურ გავლენას დაკარგავს. იგივე პოზიცია აქვს ევროპის კავშირის ეკონომიკურ და სავალუტო საქმეთა კომისარს პედრო სოლბესს. ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი შვეციისთვის, ისევე როგორც ბრიტანეთისა და დანიისთვის, რომლებიც ასევე არ ცვლიან თავიანთ ფულს ევროზე, რომ ისინი გაირიყებიან? თუ, ამ უარით შვეციამ საკუთარი სახელმწიფო იდენტიფიკაცია შეინარჩუნა და ვაჭრობის სფეროში თავისუფლება არ დაკარგა? შვეცია ეკონომიურად წარმატებულია, მაგრამ ვაჭრობის მხრივ ევროზონა ხომ ბევრად მოქნილია, შეუძლია რა განახორციელოს საფინასნო ტრანსაქციები შეუფერხებელად ირლანდიიდან საბერძნეთამდე. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა ბერლინში ასე შეაფასა რეფერენდუმი: [ფიშერის ხმა] "შვეცია დღემდეც არ იყო წევრი ევროზონისა, სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ინტეგრაციის პროცესი წევრ ქვეყნებს შორის უნდა გაგრძელდეს, ეს ერთობ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტორია ჩვენთვის ყველასათვის". ევრომ მისი შემოღების შემდეგ გარკვეულად წარმატებასაც მიაღწია. მომავალი წევრები ევროკავშირისა ამ ვალუტის შემოღებასაც მალევე აპირებენ, როცა კი შესაბამის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. რეფერენდუმის ზოგიერთი მონაწილე ევროსთვის უარის თქმას კანდიდატი ქვეყნების სისუსტით ხსნის: [ევროს მოწინაღდმეგის ხმა] "ევროპის, განსაკუთრებით აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს უამრავი პრობლემა აქვთ. ვფიქრობ, ჯერ ეკონომიკის სტაბილიზებაა იქ საჭირო და შვეცია შემდეგ უნდა გაერთიანდეს ევროზონაში".
საინტერესოა, რომ ხმის უფლების მქონე ქალბატონები მეტად იყვნენ ამ რეფერენუდმში ევროს მოწინაღდმეგთა შორის, ვიდრე მამაკაცები. აი, რა არგუმენტი აქვს შვედ ევროს შემოღების მომხრე მამაკაცს: [ევროს მომხრის ხმა] "ევრო ცხოვრებას გაუიოლებს მათ, ვინც ევროპაში იმოგზაურებს, ამასთან დაეხმარება ჩვენს ეკონომიკას ევროპის სხვა ქვეყნებში ეკონომიკური ინტეგრაციის მხრივ". შვეციის მთავრობამ განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგებს სერიოზულად უდგება. პრემიერმა თქვა, რომ ამ თემაზე რეფერენდუმი განმეორებით მხოლოდ 2013 წელს შეიძლება მოეწყოს.