Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი იტოვებს უფლებას, უგულებელყოს გაეროს


ირანი იტოვებს უფლებას, უგულებელყოს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ წაყენებული ულტიმატუმი,

ირანი იტოვებს უფლებას, უგულებელყოს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ წაყენებული ულტიმატუმი,
გაფანტოს ეჭვი, გამოწვეული ირანის ბირთვული პროგრამებით. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს გაავრცელა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ჰამიდ რეზა ასეფიმ. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ირანი ამ მოთხოვნას უპასუხებს ან ულტიმატუმით გათვალისწინებულ 31 ოქტომბრამდე, ან უფრო მოგვიანებით. გაეროს სააგენტომ ირანს ულტიმატუმი წაუყენა მას შემდეგ, რაც მისმა ექსპერტებმა ირანის ერთ ატომურ სადგურში იარაღისათვის გამოსადეგი ურანი აღმოაჩინეს. ირანი ირწმუნება, რომ ბირთვული პროგრამა ელექტროენერგიის გამომუშავებას ემსახურება.
XS
SM
MD
LG